Header Ads

Facebook-ის აქციების ფასი გაიზარდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის აქციების ფასი გაიზარდა. 

აქციების ფასმა რამდენიმე ერთეულით მოიმატა.

უფრო ზუსტად, აქციების ფასი, მხოლოდ დღეს, $2.7 მილიარდით გაიზარდა და $67 მილიარდი შეადგინა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სოციალური ქსელის სააქციო ფასი იკლებდა

ხვალ მარკ ცუკერბერგი მეორედ მისცემს ჩვენებას აშშ-ის კონგრესს Facebook-ის მომხმარებლების მონაცემების გაჟონვაზე. მანამდე მან უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ბრიტანეთის პარლამენტისათვის და განაცხადა, რომ ლონდონში თავის რომელიმე მოადგილეს გაგზავნის. ამ გადაწყვეტილებამ ბრიტანელი დეპუტატები აღაშფოთა.

Cambridge Analytica აგროვებდა ფეისბუკის მომხმარებლების მონაცემებს იმისათვის, რომ ისინი პოლიტიკურ რეკლამაში გამოეყენებინა. ბოლო მონაცემებით, კომპანიამ ხელში ჩაიგდო ინფორმაცია სოცქსელის 87 მილიონ მომხმარებელზე. მანამდე ცუკერბერგმა სოცქსელში ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ბრალი აღიარა, მან მომხმარებლებისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით ბრიტანულ გაზეთებში რეკლამა გამოისყიდა.

2017 წლის შემოდგომაზე, Facebook-მა გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, რომ გამოავლინა და დაბლოკა „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ (რუსული „ტროლების ფაბრიკა“) ექაუნთები, რომელსაც შეეძლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. სოცქსელის მონაცემებით, „ტროლების ფაბრიკის“ პოსტები ამერიკული პოლიტიკის შესახებ ნახა ფეისბუკის 126-მა მილიონმა მომხმარებელმა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.