მთავრობა: პრეზიდენტის წერილობითი ინიციატივა კანონს არ შეესაბამება

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტმა პრემიერმინისტრს მთავრობის სხდომის მოწვევა პროცედურული დაღვევით მოსთხოვა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის განმარტებით, საპრეზიდენტო ინიციატივის შესახებ წერილი მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა, ანა ნაცვლიშვილმა გაუგზავნა, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.
'მთავრობის ადმინისტრაცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას და გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თუ იქნება წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე. ჩვენ ამას განვიხილავთ და უზრუნველვყოფთ. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი სწორედ ის მუხლია, რომლის შესაბამისადაც პრეზიდენტს უფლებამოსილება აქვს, რომ ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით მიმართოს საქართველოს მთავრობას. სწორედ 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იქნა წერილი გამოგზავნილი. ეს კანონმდებლობით დადგენლ წესს არ შეესაბამება,'- განაცხადა ნათია მიქელაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრცია მთავრობის ადმინისტრციის პასუხს, საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივასთან დაკავშრებით, სამართლებრივად არაკომპეტენტურს უწოდებს.
'პრეზიდენტმა მიმართა პრემიერმინისტრს, ეს ნახა მთელმა საქართველომ და სამწუხაროდ მიმართვის საპარსუხოდ ვხედავთ მთავრობის მცდელობას უგულებელჰყოს კონსტიტუცია. ამ ძალიან მძიმე ვითარებაში გაექცეს პასუხისმგებლობას იმისგან, რომ ქვეყანა იმართებოდესკონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ, კონსტიტუციური ფორმატებით და კანონიერების პრინციპზე დაყრდნოთ. რაც არის სამწუხარო და დამაზიანებელი ქვეყნისთვის', - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ნათია მიქელაძის პასუხად.
კონსტიტუციის თანახმად, თუ პრემიერმინისტრი პრეზიდენტის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და მას მთავრობის პირველივე სხდომაზე არ მოიწვევს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება, რაც პრემიერის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს ქმნის.
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას, მთავრობის სხდომის ერთად გამართვის შესახებ, უპასუხა და განაცხადა, რომ მთავრობა ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ მზად არის.
მანამდე რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტს მთავრობის სხდომის მოწვევის უფლება არ აქვს. პრეზიდენტის ამ მოთხოვნას არაადეკვატური უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის ერთად გამართვა შესთავაზა. მარგველაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობასთან ერთად ითათბიროს ვითარების სწორად შეფასებისა და ზომების გატარების შესახებ.
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტმა პრემიერმინისტრს მთავრობის სხდომის მოწვევა პროცედურული დაღვევით მოსთხოვა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის განმარტებით, საპრეზიდენტო ინიციატივის შესახებ წერილი მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა, ანა ნაცვლიშვილმა გაუგზავნა, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება."მთავრობის ადმინისტრაცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას და გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თუ იქნება წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე. ჩვენ ამას განვიხილავთ და უზრუნველვყოფთ. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი სწორედ ის მუხლია, რომლის შესაბამისადაც პრეზიდენტს უფლებამოსილება აქვს, რომ ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით მიმართოს საქართველოს მთავრობას. სწორედ 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იქნა წერილი გამოგზავნილი. ეს კანონმდებლობით დადგენლ წესს არ შეესაბამება,"- განაცხადა ნათია მიქელაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრცია მთავრობის ადმინისტრციის პასუხს, საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივასთან დაკავშრებით, სამართლებრივად არაკომპეტენტურს უწოდებს.
"პრეზიდენტმა მიმართა პრემიერმინისტრს, ეს ნახა მთელმა საქართველომ და სამწუხაროდ მიმართვის საპარსუხოდ ვხედავთ მთავრობის მცდელობას უგულებელჰყოს კონსტიტუცია. ამ ძალიან მძიმე ვითარებაში გაექცეს პასუხისმგებლობას იმისგან, რომ ქვეყანა იმართებოდესკონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ, კონსტიტუციური ფორმატებით და კანონიერების პრინციპზე დაყრდნოთ. რაც არის სამწუხარო და დამაზიანებელი ქვეყნისთვის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ნათია მიქელაძის პასუხად.
კონსტიტუციის თანახმად, თუ პრემიერმინისტრი პრეზიდენტის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და მას მთავრობის პირველივე სხდომაზე არ მოიწვევს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება, რაც პრემიერის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს ქმნის.
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას, მთავრობის სხდომის ერთად გამართვის შესახებ, უპასუხა და განაცხადა, რომ მთავრობა ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ მზად არის.
მანამდე რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტს მთავრობის სხდომის მოწვევის უფლება არ აქვს. პრეზიდენტის ამ მოთხოვნას არაადეკვატური უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის ერთად გამართვა შესთავაზა. მარგველაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობასთან ერთად ითათბიროს ვითარების სწორად შეფასებისა და ზომების გატარების შესახებ.წყარო
