მრავალძალის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მრავალძალში XI ს. (გადაკეთებული 1894 წ.) მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 19 სექტემბერს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
1991 წელს რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა მრავალი ძეგლი მათ შორის მრავალძალის ეკლესია სტიქიური უბედურებისგან გამოწვეული კულტურული მემკვიდრეობის ზიანის გასაშუქებლად გამოიცა წიგნი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია მრავალძალის ეკლესიის X-XI სს. მიჯნის აღმოსავლეთის კედლის საფასადო შემკულობაზეც.
ეკლესია არის თლილი ქვით ნაგები.
ეკლესიის წარწერებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ვალერი სილოგავას განხილული აქვს თავის მონოგრაფიულ ნაშრომში მრავალძალის ლაპიდარული წარწერებიც და გარკვეულ სიახლეს გვთავაზობს. კერძოდ, თაყაიშვილისა და ბოჭორიძის მიერ დასახელებული სამი წარწერის გარდა, იგი კიდევ ერთ სამსტრიქონიან, ნუსხური წარწერის ფრაგმენტს მიუთითებს- ,,[წმიდაო გიორგი], შ(ეიწყალე)ე გ(ა)ბ(რიე)ლ მ(ი)რ(იანი)ს ძე და შვილნი მისნ[ი]“,- რომელიც განთავსებული ყოფილა დასავლეთით მიშენებული სამრეკლოს მეორე სართულის შესასვლელი კარის ზემოთ და იმავდროულად, ამ უკანასკნელსა და სამრეკლოს სამხრეთ სარკმლის ზედანზე რელიეფური ჯვრის გარშემო წარმოდგენილ წარწერას, ბოჭორიძისგან განსხვავებით, XII ს. ათარიღებს. დანარჩენ ორ წარწერას სილოგავაც XI ს. მიაკუთვნებს.
წყარო