ძლიერი აფეთქება რუსთავში - დაშავებულია ათამდე ადამიანი
აფეთქება მოხდა რუსთავში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში ,,ინფო რუსთავი' ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობდა და აფეთქდა ჟანგბადის ბალონი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფოსა და სახანძროს ეკიპაჟები.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
მომხდართან დაკავშირებით ,,პირველი' დეტალებს არკვევს.
წყარო
