ვაწესებ ჯილდოს, თუ ვინმე ამიხსნის ეს სამი გვარი კალაძე, კახიშვილი, მოროშკინა, რა კავშირშია ერთმანეთთან ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი და პიარქტექნოლოგი ლალი მოროშკინა ვერ ხვდება, რა შუაშია მისი, თბილისის მერის კახა კალაძის და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, კახა კახიშვილის გვარები ერთმანეთთან.
როგორც ლალი მოროშკინამ ეურუსთან ინტერვიუში აღნიშნა, საკუთარი გვარი ვერაფრით დაკავშირა ახალ ფარულ აუდიოჩანაწერებთან.
როდესაც 9-საათიანი კურიერი იწყება, ჩემი კოლეგა ჟურანლისტები მინიმუმ უნდა მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ თუ რა კონტექსტში ვარ საერთოდ ნახსენები, საწყენია რომ ეს ასე არ ხდება. ეს ერთი.
მეორე, თუ ვინმემ რამე გაიგო ამ ჩანაწერიდან რა შუაში ვარ, მითხრას, ჯილდოს დავაწესებ და სიამოვნებით გადავცემ. ვერაფრით გამოვიტანე ლოგიკური დასკვნა თუ რა შუაში ვარ მე და რა შუაშია ეს სამი გვარი კახიშვილი, კალაძე, მოროშკინა ერთმანეთთან.
ახლა მირზა სუბელიანი რომ არის, მე მგონი საქართველოში ბევრი ადამიანი არ არის, გარდა იმისა რომ ოჯახური ტრაგედია აქვს და ნახევარი ოჯახი დაჭერილია თვითონაც ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება, ყველამ იცოდეს რომ ერთია როდესაც ციხეში შედის ბანდიტი, შავი სამყაროს წარმომადგენელი და მეორეა როცა ციხეში შედის ე.წ. პაგონიანი ადამიანი, ეს არის აბსოლუტურად სხვა და სხვა რამ. ეს ადამიანი განიცდის ათასჯერ მეტ მორალურ წნეხს, ვინ აგებს პასუხს მირზა სუბელიანმა თავი რომ მოიკლას?! ეს ყველაფერი, რაც ხდება არის სუბელიანების ოჯახის ცოცხლად ამოწყვეტის ტოლფასი უბედურება.
მე ვერ დავუშვებ ვერსიას, რომ მირზა სუბელიანს აწყობს ყოველდღიური სოლო სპექტაკლი რუსთავი 2-ზე. არ ვიცი ვის ინტერესშია ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელება, მაგრამ ზუსტად ვიცი ვის ინტერესში არ არის, ეს არის მირზა სუბელიანი და მისი ოჯახი, მე ვფიქრობ რომ ეს უაზრო სერიალი საარჩევნო სიტუაციას არაფრით არ ცვლის, ეს ყველაფერი უფრო ნაგვის ქექვას ჰგავს, რაც მთავარია ამ ორომტრიალში ყველას დაავიწყდა მთავარი მიზანი, რომ უნდა დადგენილიყო ბიჭების მკვლელები, აღარავის ახსოვს გარდაცვლილი ბავშვები, ეს არის ჩვენი სოციუმის პრობლემა, მივედით იქამდე რომ გარდაცვლილ ბავშვებზე აღარავინ საუბრობს,- განუცხადა ლალი მოროშკინამ ეურუსს მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ.
ახალი ფარული ჩანაწერის მიხედვით, პატიმრობაში მყოფნი მირზა სუბელიანი ლალი მოროშკინასა და კახიშვილის საუბარსაც ახსენებს.
“დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი”, – ნათქვამია ჩანაწერში.
