Header Ads

კაცი მდიდარი სიდედრის მკვლელობის ორგანიზების გამო გაასამართლეს

მონაკოს უმდიდრესი ქალის ელენ პასტორის სიძეს, სიდედრის მკვლელობის ორგანიზების გამო, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ინციდენტი, რომლის შედეგადაც პასტორი დაიღუპა 2014 წლის 6 მაისს მოხდა. ქალის ავტომობილს ცეცხლი უცნობმა კაცმა გაუხსნა. დაიჭრა 64 წლის მძღოლიც, რომელიც 10 მაისს დაიღუპა. თავად პასტორი კი 21 მაისს გარდაიცვალა.



ქალის სიძე ვოიცეხ იანოვსკი დიდხანს უარყოფდა მკვლელობასთან კავშირს, თუმცა დღეს ადვოკატებმა ოფიციალურად აღიარეს, რომ ეს მკვლელობა სწორედ მან დაუკვეთა. ამ აღიარების მიზანი დანაშაულის შემსუბუქება იყო, ვინაიდან ბრალდება დანაშაულის მოტივად ანგარებას ასახელებდა. ადვოკატებმა კი განმარტეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა ეს მეუღლის გამო ჩაიდინა, ვინაიდან მისი გათავისუფლება სურდა დედის ფსიქოლოგიური წნეხისგან.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.