Header Ads

ქმრის გათამაშებული სიკვდილის გამო ცოლმა ორ შვილთან ერთად თავი მოიკლა

ქმრის გათამაშებული სიკვდილის გამო ცოლმა ორ შვილთან ერთად თავი მოიკლა. ქმარს ამ გზით დაზღვევის თანხის მიღება სურდა. BBC-ის ინფორმაციით, კაცი პოლიციას უკვე ჩაბარდა.

34 წლის ჩინელი მამაკაცის დაღუპვას ვარაუდობდნენ, რადგან მისი მანქანა მდინარეში იპოვეს. მან ცოლი არ გააფრთხილა და არ ამცნო განზრახვის შესახებ. ცოლმა „ტრაგიკული ამბის“ გაგების შემდეგ წერილი დატოვა და შვილებთან ერთად ტბაში გადახტა.

ქმარს, გვარად ჰის ბრალი წაუყენეს თაღლითობისა და ქონების დაზიანების მუხლებით.

ჰიმ სექტემბრის დასაწყისში მილინი იუანის ღირებულების სადაზღვევო პაკეტი შეიძინა პოლიციის განცხადებით, ამის შესახებ ცოლმა არაფერი იცოდა.

რადიო Voice of China-ს ინფორმაციით, ჰის მემკვიდრედ საკუთარი ცოლი ჰყავდა დასახელებული.

19 სექტემბერს ჰიმ ნათხოვარი მანქანა გამოიყენა და სიკვდილი გაითამაშა. პოლიციამ დაადგინა, რომ მას 100 ათასი იუანის ოდენობით სესხი ჰქონდა აღებული.

11 ოქტომბერს კი მისი 31 წლის ცოლის, 4 წლის ვაჟისა და 3 წლის ქალიშვილის ცხედრები იპოვეს.

Voice of China ცოლის მიერ დაწერილ უკანასკნელ წერილსაც აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ის მასთან შესახვედრად მიდის „მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩვენი ოჯახი ოთხივე ჩვენგანი ერთად ვყოფილიყავით“. ამ ამბიდან მეორე დღეს ქმარი პოლიციას ჩაბარდა.

ნიუპოსტი

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.