Header Ads

,,სუბელიანი “ნაცმოძრაობის” დროს იყო პროკურორი და ჩვენ ერთმანეთი გულზე არ გვეხატებოდა– მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანმა მისი გვარი ახსენა. ლალი მოროშკინამ თემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ვინ არის მირზა სუბელიანი? მირზა სუბელიანი იყო წინა ხელისუფლების ჯარისკაცი. ის იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს პროკურორი – 26 მაისის საქმის პროკურორი. მაშინ მე ვიყავი უფლებადამცველი. ჩვენ ერთმანეთს ვეომებოდით. ახალი მთავრობა რომ მოვიდა და მირზა სუბელიანი აღმოჩნდა სამინისტროში, ცხადია, მე მქონდა შეკითხვები. მაშინ ვიფიქრე, ადამიანი რომელიც იყო პროკურორი, როგორ იქნებოდა გენინსპექციის უფროსი.

მას აქვს ერთი კარგი თვისება, რასაც ვიფქრობს გეუბნება და ჩვენ გვქონდა გაცხადებული, რომ ერთმანეთი გულზე არ გვეხატება. პირადულად არ მქონდა მასთან პრობლემა, თუმცა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დაპირისპირება. ჩემი ბოლო ზარი მირზა სუბელიანთან ფიქსირდება მანამდე, სანამ თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში და წავიდა ციხეში. მე მას მოვუწონე საქციელი. ვუთხარი, გამაგრდი… ციხე ძალიან მძიმეა, მაგრამ შენ გადადგი გაბედული ნაბიჯი. მითხრა, ყველაზე ნაკლებად შენს ზარს ველოდებოდიო. მე დავპირდი რომ მას მოვინახულებდი… მე ძალიან მინდა მასთან შეხვედრა და მონახულება.

დიდი დეტექტივობა არ უნდა იმას, როდესაც სამი კაცია, ერთი იწერს. ციხე გაიწმინდა მოსასმენი აპარატურისგან და არ მგონია რომ ჩაწერილი იყოს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. მირზა სუბელიანს ეს ყველაფერი არ უნდა აწყობდეს, რადგან ის არის მსხვერპლი… არსებობს ე.წ. სვანური ეტიკა, მორალი, რომელსაც ჩემი მხრივ პატივს ვცემ და გამოვრიცხავ, რომ მირზას აქვს რაიმე სახის კომპრომატი. არ აქვს! იმიტომ არ აქვს რომ არ აგროვებდა კომპრომატებს. მისთვის სვანური, ოჯახური პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია. სვანები არ არღვევენ მთავარ პრინციპს – მათ ყველას აერთიანებთ სხვანაირი ვაჟკაცური სული. ვიცი, რომ მირზა არასდროს არ წავა და არ წასულა ყველაფერზე.

26 მაისი მოხდა იმიტომ რომ ის იყო იმ მთავრობის ჯარისკაცი. შემდეგ იყო ამ მთავრობის ჯარისკაცი და პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას”, – განაცხადა მოროშკინამ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.