Header Ads

ჩინეთი 2022 წლისთვის უპილოტო ჩქაროსნულ...

ჩინეთი 2022 წლისთვის უპილოტო ჩქაროსნულ...

ჩინეთის ჩქაროსნული მატარებელი



ჩინეთი გეგმავს, რომ 2022 წელს ექსპლუატაციაში გაუშვას მაღალსიჩქარიანი უპილოტო მატარებელი, რომელიც პეკინს ქალაქ ჟანგიაკოუსთან დააკავშირებს. ეს ქალაქი ერთ-ერთი იქნება, სადაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა გაიმართება. ინფორმაციას გაზეთი China Daily ავრცელებს.


ცნობილია, რომ მართვის ავტომატური სისტემის პირველი წარმატებული ცდა გასულ წელს ჩატარდა.

ამ სისტემას შეუძლია მატარებლის მუშაობის დაწყება, სადგურებს შორის მისი გადაადგილება, ამავდროულად გაითვალისწინოს განრიგი, გაჩერდეს ამ განრიგის შესაბამის სადგურებზე, დახუროს და გააღოს ვაგონების კარები.


ცნობილია, რომ ჩინეთს მაღალჩქაროსნული მატარებლების გადაადგილებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ქსელი აქვს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.