საახალწლოდ გასროლილ ტყვიას 3 წლის ბავშვი...
საახალწლოდ გასროლილ ტყვიას 3 წლის ბავშვი...
დაღესტნის ქალაქ დერბენტში ახალი წლის ღამის აღსანიშნავად გასროლილ ტყვიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
როგორც ქალაქის მერი ადასტურებს, ვიღაცამ ახალი წლის ღამეს საბრძოლო იარაღიდან გაისროლა, ტყვია კი თავში ბავშვს მოხვდა. მედიის ცნობით, ღამე ბავშვი მშობლებთან ერთად უყურებდა ფეიერვერკს, რა დროსაც ხალხს შორის ვიღაცამ იარაღიდან გაისროლა.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
