სიგარეტი საშუალოდ 50 თეთით გაძვირდა
სიგარეტი საშუალოდ 50 თეთით გაძვირდა

სიგარეტი გაძვირდა. თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში უთხრეს, სხვადასხვა სახის თამბაქოზე ფასი საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.
ერთ კოლოფ „ვინსტონზე” ფასი 4.30 ლარიდან 4.80 ლარამდე გაიზარდა. ასევე 50 თეთრით არის გაძვირებული ”ქემელი”, რომლის ფასმა 4 ლარიდან 4.50 ლარამდე მოიმატა, კოლოფი „მაგნას“ ფასი კი 4.20 ლარია, მაშინ როცა რამდენიმე დღის წინ 3.70 ლარი ღირდა.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი გასამმაგდა. ანუ, მანამდე არსებული 10%-დან 30%-მდე გაიზარდა. ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთების გათანაბრება იგეგმება – უფილტრო სიგარეტზეც, 1 კოლოფზე აქციზი 1.7 ლარი იქნება.
