საგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე საავტომობილო...
საგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე საავტომობილო...

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების ეპარტამენტი ავრცელებს.
ავტოტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის მიზეზი საავტომობილო გზაზე წვიმების შედეგად ჩამოსული მიწისა და ქვიშის მასა გახდა.
საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე ამ დროისთვის გადაადგილება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის თავისუფალია.
