დასახელდა 5 ნივთიერება, რომელიც ყველაზე...

რომელი ნივთიერება იწვევს ყველაზე დიდ დამოკიდებულებას? სხვადასხვა მკვლევრის მოსაზრებით, ნარკოტიკზე დამოკიდებულების ხარისხი შესაძლოა შეფასდეს იმ ზიანით რასაც ის იწვევს, ასევე ტვინის რომელი სფეროს გააქტიურებას იწვევს ესა თუ ის ნარკოტიკი და რომელ სფეროზე მოქმედებს ყველაზე მეტად, რა ფასად იყიდება ის ქუჩაში, რამდენად სასიამოვნოდ ახასიათებენ ადამიანები ნარკოტიკს, რომელსაც მოიხმარენ, და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – რამდენად სწრაფად ხდებიან ამა თუ იმ ნარკოტიკზე დამოკიდებულები. CNN-მა სპეციალისტებზე დაყრდნობით 5 ნივთიერება დაასახელა, რომელიც ადამიანებში ყველაზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას.
საბოლოოდ, დასახელდა 5 სუბსტანცია, რომელიც ადამიანებში განსაკუთრებულ (ნარკოტიკულ) დამოკიდებულებას იწვევს. ესენია:
1. ჰეროინი
2. კოკაინი
3. ნიკოტინი
5. ალკოჰოლი
