Header Ads

Bild: ჩეხეთი რუს დიპლომატებს ემუქრება

Bild: ჩეხეთი რუს დიპლომატებს ემუქრება

კიბერთავდასხმა



ჩეხეთში მასშტაბურ შპიონაჟს რუსეთისთვის შესაბამისი შედეგები ექნება. გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მოსკოვს მნიშვნელოვნად მოუწევს თავისი საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობისა და მათ მიერ გამოყენებული ავტომობილების შემცირება. 


გამოცემის ცნობით, ამ საკითხზე მსჯელობა ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. გამოცემა წერს, რომ მსჯელობის ამომავალი წერტილი ჩეხეთის უსაფრთხოებისა და საინფორმაციო სამსახურის შიდა წლიური ანგარიშია. სტატიის ავტორის პეტერ ტიდეს თქმით, ანგარიშის თანახმად, 2016-2017 წლებში რუსეთმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმები განახორციელა (საუბარია ჰაკერული ჯგუფების ATP28-ისა და Fancy Bear-ის კიბერშეტევებზე). 


კიბერთავდასხმების შედეგად, რომელიც რუსეთს ბრალდება, მთავრობის საკომუნიკაციო სისტემები აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. ჩეხეთის უსაფრთხოებისა და საინფორმაციო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კიბერშეტევების დროს მთავრობის თანამშროლების პერსონალური ინფორმაციის მასიურ გაჟონვას ჰქონდა ადგილი.


‘ასევე პრაღაში რუსეთის საელჩოს საკადრო სტრუქტურა არაპროპორციულია – განსაკუთრებით კი ე.წ. ტექნიკური პერსონალის რაოდენობის გამო. ამ სტაფის სახელით ხშირად სპეცსამსახურების თანამშრომლები მუშაობენ’, – აღნიშნავს გერმანული გამოცემა და დასძენს: ‘ივარაუდება, რომ ჩეხეთში მყოფი ან შესული რეპორტიორების, სპეციალისტებისა და ოლიგარქების დიდი ნაწილიც შპიონები არიან’.


ჩეხეთის შესაბამისი სამსახურების ცნობით, ჩეხეთი რუსეთისთვის ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ნაწილია. ‘მისი მიზანი ნატოს პარალიზება და ევროკავშირის დაშლაა, რომელსაც წევრი სახელმწიფოების შესუსტებით მიაღწევს’, – წერს ჟურნალისტი.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.