Header Ads

რღვევის პროცესი ოცნებაში? ბესელია და...

რღვევის პროცესი ოცნებაში? ბესელია და...


რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში რღვევის პროცესი დაიწყო. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა ფრთებს მოიშორებს და ბოლოს ჩაიძირება. მისივე თქმით, ბესელია-ფოფხაძე გუნდიდან სხვა დეპუტატებსაც გაიყოლებენ


როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს, სახელისუფლებო-სახელმწიფო ბიუროკრატიული სტრუქტურები, რომელსაც პირობითად ჰქვია პარტია, მისი მეორე ვადის დასასრულისკენ მიხრწნილების სტადიაში გადადის და ასეთ დროს ჩამოტყდება ხოლმე ნატეხები, თუმცა, იმდენი ნატეხი ჩამოტყდება ხოლმე, მერე უჭირს ასეთ ორგანიზაციას ფეხზე წამოდგომა და არჩევნების გზით გამკლავება კონკურენტებთან. „მოქალაქეთა კავშირის ხვედრს ვუწინასწარმეტყველებდი „ოცნებას. ის, რომ ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე და ალბათ, კიდევ რამდენიმე დეპუტატი დისტანცირებული იქნებიან ბიძინა ივანიშვილისგან, მისივე გადაწყვეტილებით, ეს აშკარაა. სხვანაირად იქ არ ხდება. გადაწყვეტილებებს მაგ პარტიაში ერთი კაცი იღებს. ივანიშვილი შემკრები არ არის, ის არის გამყოფი. მას არ შეუძლია კოლეგიური ურთიერთობა. აქ მთავარია რღვევის პროცესი და ეს რღვევა იქნება, რომ ძირითადი ნაწილი დარჩება ივანიშვილთან და ჩამოტყდება ბესელია-ფოფხაძე, ასევე დროთა განმავლობაში ვფიქრობ, რამდენიმე დეპუტატს გაიყოლებენ. არ არის გამორიცხული მერე კიდევ სხვა ჩამოტყდეს. ასე რომ პატარ-პატარ ფრთებს მოიშორებს ივანიშვილი და ბოლოს ჩაიძირება, განაცხადა ბერძენიშვილმა.


პირველი რადიო


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.