ჯერ თალაკვაძემ დამირეკა და მერე მდინარაძემ,...
ჯერ თალაკვაძემ დამირეკა და მერე მდინარაძემ, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთოო-ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველოსბის წევრმა გედევან ფოფხაძემ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
“რეალური ისტორია არის ასეთი: იუსტიციის საბჭოში ამ საკითხის განხილვის დღეს, მე დილიდან დამირეკა ჯერ აჩიკო თალაკვაძემ(საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი), მერე მამუკა მდინარაძე(საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნებას” თავმჯდომარე), ორივემ ერთი თხოვნით, დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, შენ რამე კომენტარი არ გააკეთო. ეს თხოვნა მარტო ჩემს მიმართ არ იყო, ყველა იმ ადამიანის მიმართ იყო, ვინც ითვლება, რომ დამოუკიდებელ შეფასებებს აკეთებს.
ასეთი რამ ხშირად არ ხდება და ცოტა არ იყოს დავიძაბე. ამის შემდეგ მე განვახორციელე ზარები მეგობრებთან, თანამოაზრეებთან პარტიაშიც და იუსტიციის საბჭოშიც… გავარკვიე რა ხდებოდა, გასაგები გახდა, ბნელ ოთახში სია მზადდება და ერთმანეთში შევთანხმდით, რომ ჩვენთვის ეს სია მიუღებელია.
ამის შემდეგ, ჩვენ ვიკრიბებით პარტიის ოფისში, პარტიის თავმჯდომარესთან(პარტია “ქრთული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი) ერთად, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და პარტიის თავმჯდომარე კითხულობს, არის თუ არა რეალური, პარასკევს ეს სია გავიდეს ჯერ კომიტეტზე, მერე სხდომაზე.
ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა ამ სხდომას, იქ იჯდა ირაკლი კობახიძე(პარლამენტის თავმჯდომარე), ეკა ბესელია, ამ შეხვედრას 15-მდე პარლამენტის წევრი ესწრებოდა, სადაც ეკა ბესელიამ პირდაპირ თქვა: ასეთ ტემპში ამ გადაწყვეტილების მიღება არის შეუძლებელი.
ირაკლი კობახიძე არწმუნებდა ბიძინა ივანიშვილს, რომ არც დროის და არც პროცედურების პრობლემა არ არის და კანონს არ დავარღვევთ თუ ეს სია გავიდოდა”, – განაცხადა გედი ფოფხაძემ.
