Header Ads

გოცირიძე:ოცნებაში მყარდება დიქტატურა,...

გოცირიძე:ოცნებაში მყარდება დიქტატურა,...




პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევას გამოეხმაურა.



„რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ შეიძლება შევაფასოთ როგორც ქართული ოცნების ჩამოშლის დასაწყისი.ფაქტობრივად, პარტიაში მყარდება დიქტატურა, განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ხალხს უშვებენ კომიტეტებიდანაც კი. თუ განსხვავებული აზრისთვის დაისაჯა ჭიჭინაძე და აიძულეს, რომ დაეტოვებინა ქართული ოცნება, დღეს უკვე აქ გაცილებით დიდ ჯგუფთან გვაქვს საქმე,“ განაცხადა რომან გოცირიძემ.


ცნობისთვის,ფრაქცია “ქართულმა ოცნების” გადაწყვეტილებით, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.