Header Ads

“გუნდურობის პრინციპი მოითხოვს იმას, რომ...

“გუნდურობის პრინციპი მოითხოვს იმას, რომ...


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე პირველი მოადგილის წარდგენამდე გუნდში კონსულტაციების გამართვას გეგმავს.


როგორც კილაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურის დასახელებას ჯერჯერობით არ აპირებს.


“ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდში. ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბუნებრივია, აუცილებლად გუნდში უნდა შეთანხმდეს. კანდიდატურას მას შემდეგ წარვადგენ, რაც მოხდება შეთანხმება გუნდის შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე პირის წარდგენა არის კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივა, გუნდურობის პრინციპი მოითხოვს იმას, რომ მოხდეს კონკრეტულ კანდიდატურაზე შეჯერება“, აღნიშნა სოფიო კილაძემ.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს გედევან ფოფხაძის განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.


ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აირჩიეს.


წყარო: ინტერპრესნიუსი


                  interpressnews.ge


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.