Header Ads

ევაკუაცია „თბილისი მოლში“

ევაკუაცია „თბილისი მოლში“


„თბილისი მოლში მცირე დაკვამლიანების გამო, განგაშის სიგნალი ჩაირთო.


არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა მცირე დაკვამლიანება, რის შედეგადაც განგაშის სიგნალი ავტომატურად ჩაირთო.


განგაშის სიგნალის გამო, სავაჭრო ცენტრის შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.


შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „თბილისი მოლში ამ დროისთვის სიმშვიდეა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.