შრი-ლანკაში ახალგაზრდები პოლიციელის...
შრი-ლანკაში ახალგაზრდები პოლიციელის...

შრი-ლანკის პოლიციამ 23 წლის მოტოციკლისტი სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს გამო დააკავა. ვიდეოში ის ხუმრობით სთავაზობს პოლიციელის ქაღალდის ფიგურას ფულს. ასეთი ფიგურები ბევრ სხვა ქვეყანაშიც დგას, – მიიჩნევა, რომ ისინი მძღოლების სიფრთხილეს უწყობენ ხელს.
პოლიციამ დააკავა არამხოლოდ მოტოციკლისტი, არამედ მისი თანატოლიც, რომელმაც ვიდეო გადაიღო. ახალგაზრდებს სახელმწიფო საკუთრების განადგურებისა და პოლიციის იმიჯის შელახვისთვის წაუყენეს ბრალი. ისინი გირაოთი გაათავისუფლეს.
