გთხოვთ გვაცნობოთ იმ ოჯახებმა, ვისაც...
გთხოვთ გვაცნობოთ იმ ოჯახებმა, ვისაც...

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიმართავს მათ, ვისაც საახალწლოდ მუნიციპალიტეტის მერიის საჩუქარი არ მიუღია.
როგორც შემოსული წერილებიდან ირკვევა, ცალკეულ შემთხვევებში ზოგიერთ გაჭირვებულ ჩვენს თანამოქალაქეს არ მიუღია საახალწლო საჩუქარი, რადგან გამორჩათ მათი სიაში შეტანა. გთხოვთ, ასეთი ფაქტების შესახებ გვაცნობოთ, რათა საშობაოდ მაინც მოვახდინოთ რეაგირება!- წერს თამაზ მეჭიაური ფეისბუქში.
წყარო: marshalpress.ge
