Header Ads

ორმაგი ორგაზმის 12 საიდუმლო











ალბათ უკვე იცი, რომ ორგაზმის რამდენიმე სახე არსებობს. თუ არა – ჩვენს სტატიას გადახედე.

ამჯერად მინდა გაგიზიარო რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მიაღწიო საუკეთესო ორგაზმს შენს სექსუალურ ცხოვრებაში. ამისთვის “სექსპერტების” სედი ალისონის და ივონ ფალბრაითის რჩევები უნდა გაითვალისწინო და ეცადო არ დაკმაყოფილდე მხოლოდ ვაგინალური, ან მხოლოდ კლიტორული ორგაზმით.

მოდი, გავაერთიანოთ და ვნახოთ აქაც მოქმედებს თუ არა სინერგიული ეფექტი. როგორც ამტკიცებენ, შედეგი ბევრად აღემატება შესაკრებთა ჯამს.


1. რემიქსული შესავალი

გამოიყენე ერთდროულად ყველა “იარაღი”, სთხოვე პარტნიორს ერთდროულად მოახერხოს შენი G-წერტილის და კლიტორის სტიმულირება.

ყველაზე საინტერესო სიახლე: არანაირი შეზღუდვა, გამოიყენეთ ყველაფერი: თითები, ენა, ტრადიციული “ბერკეტი” თუ სექსუალური სათამაშოები. ამავდროულად შეცვალეთ სისწრაფე და შეხების ინტენსიურობა.

2. გადაწყვიტე, მიიღო მაქსიმალური სიამოვნება

ყველამ ვიცით კამა სუტრას 69-ე პოზის შესახებ, თუმცა მამაკაცები ამ მაგიურ რიცხვს ხშირად თავის სასარგებლოდ იყენებენ. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ხარ მასაც მიანიჭო სიამოვნება, თუმცა ამ ეტაპზე კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თავზე მოახდინე – მიიღე რასაც იმსახურებ და დატკბი ყოველი წამით. “სამაგიეროს” გადახდას ყოველთვის შეძლებ.


3. გამოიყენე ლუბრიკანტი

იმისთვის, რომ შეგრძნებები მაქსიმალურად სასიამოვნო და აბრეშუმივით რბილი გახდეს, დამხმარე საშუალებების გამოყენებასაც ნუ მოერიდები.

4. არ იჩქარო

ვაგინალური ორგაზმის მიღწევა ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე კლიტორულის. ეცადე მაქსიმალურად გააგრძელო შესავალი, რადგან შედეგი ამად ნამდვილად ღირს.




5. გამოიყენე “ორმაგი ძაღლის” პოზა

“ძაღლის” პოზა იდეალურია კომბინაციური ორგაზმის მიღწევისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს პოზა ზრდის G-წერტილზე მოხვედრის ალბათობას და ასევე, რადგან შენი პარტნიორის ხელები ამ დროს თავისუფალია, შეგიძლია დაასაქმო.

6. გამოიყენე ბალიში

მისიონერული პოზა, მიუხედავად მისადმი თანამედროვე დამოკიდებულებისა, არც ისე ცუდია, თუ სწორად გამოიყენებ. მოათავსე ბალიში წელს ქვემოთ, რაც ასევე ზრდის G-წერტილამდე მიღწევის შანსს. ამ შემთხვევაში, უკვე შენი ხელებია თავისუფალი და შეგიძლია იზრუნო საკუთარ თავზე (უფრო სწორად, კლიტორზე).

7. შეცვალე სტილი

ტრადიციულად, წინ და უკან მოძრაობის ნაცვლად, შესთავაზე პარტნიორს წრიულად იმოძრაოს. ეს მისიონერულ პოზას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის




8. კიდევ უფრო ახლოს

სცადეთ “მხედრის” პოზა ოღონდ ამჯერად სავარძელზე. მისი სხეული საშუალებას გაძლევს თავისუფლად იმოძრაო და თავად მართო მიმართულება, დამატებითი ეროტიკულობისთვის სთხოვე პარტნიორს პარალელურად თითებით კლიტორზე ფრთხილად შეგეხოს. თანაც, ეს პოზა საშუალებას მოგცემთ ორივე დატკბეთ “შესანიშნავი ხედით”.


9. სექსუალური მაკრატელი

“კოვზის” პოზაში ფეხები მაკრატელივით გადააჯვარედინე და ისე იმოძრავე. ეს პოზა G-წერტილის პოვნას აადვილებს, მაკრატლის ხრიკი კი კლიტორის სტიმულირებას უწყობს ხელს.

10. გააფართოვე არეალი

ჩართე პროცესში სხეულის სხვა ეროგენული ზონები. ფანტაზია – უსაზღვრო, შედეგი – კიდევ უფრო ახლოს.

11. სექს-ვარჯიში

ვაგინალური კუნთების შეკუმშვა აქტის დროს კიდევ უფრო გაზრდის მის და შენს შეგრძნებებს.

12. დაეხმარე საკუთარ თავს

ვინ თქვა, რომ სრული სიამოვნებისთვის აუცილებლად მამაკაცია საჭირო? ჩვენს დროში სექსუალური სათამაშოები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ უკეთ ვიცით სად და რა მოგვწონს. იმოძრავე ისე, როგორც გინდა. სცადე სხვადასხვა პოზა, რადგან აქ შენ გარდა არავინაა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.