Header Ads

ვკითხე არ გცივათქო? მიპასუხა კიო. 40 ლარი დამიფასა და თბილად ვიყოთ ამ ღამითო! დავთანხმდი და წავედით …











“- საათი 40 ლარი.
– რა შედის შენს მომსახურებაში?
– ჩვეულებრივი სექსი.”

“სოფლებს ტოვებენ, თბილისში ვითომ სამუშაოს საძებნელად ჩამოდიან და ამ უბედურებაში ყოფენ თავს”

წინა კვირას დასავლეთ საქართველოდან მატარებლით მომავალი ნათესავის ლოდინში რომ არ გავყინულიყავი, ვაგზლის მოედანსა და გოგოლის ქუჩას შორის დაახლოებით ერთი საათი “ვაბირჟავე”. ვისაც ამ ადგილას ერთხელ მაინც გაუვლია, კარგად მოეხსენება, რა ხდება აქ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. ერთი სიტყვით, სხეულით მოვაჭრე “ქალბატონები” იმ დღესაც, მეტისმეტად “დამაკიაჟებული” მზერითა და “სექსუალური” ჩაცმულობით, გამვლელების ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ჩემი უმისამართო წინ და უკან სიარული “გოგონებს” ვერ გამოვაპარე…

“თუ გაწყობს, წავიდეთ…”ახალგაზრდა, კარგად ჩასუქებული, დაახლოებით 20-სანტიმეტრიან ქუსლებზე შემხტარი და გულამოჭრილმაისურიანი “გოგონასგან” პირველი შემოთავაზება მივიღე.
– საათი 40 ლარი.
– რა შედის შენს მომსახურებაში?
– ჩვეულებრივი სექსი. სასტუმრო აგერაა (ამ ტერიტორიაზე ე.წ. ბარ-რესტორნები და სასტუმროები მრავლად არის. – ავტ.).
– სასტუმრო რა ღირს?
– ხუთი ლარი. აგერაა, წავიდეთ?
– ნათესავს ველოდები, მატარებლით მოდის… აქ ხარ ხოლმე ყოველთვის?
– სხვა დროს შეიძლება არ დაგხვდე, თუ გაწყობს, ახლა წავიდეთ!
– ნათესავს ველოდები…
– (ქალი უკმაყოფილებას ვერ მალავს და ტონს უწევს) ერთი მე ველოდები ახლა ნათესავს და მეორე შენ!!!
– ასე აგრესიულად რატომ მელაპარაკები, გაბრაზებული ხარ?
– არ ვარ გაბრაზებული.
– მაშინ რატომ მეჩხუბები?
– თუ გაწყობს, წავიდეთ…
– რამდენი წლის ხარ?
– 1982-იანი. ბებერი კი არ ვარ.
– ვინ გაკადრა… ისე, მთელი ღამე “მომსახურება” რა ჯდება?
– მაგას მოვილაპარაკებთ. მცირე პაუზის შემდეგ, – მთელი ღამე – 100 ლარი.
– ეუფ… სასტუმროც შედის ამ ფასში?
– კი, მე წაგიყვან სასტუმროში…
დიალოგი მისმა “კოლეგამ”, წითელ ქურთუკსა და ტყავის ჩექმებში გამოწყობილმა შუახნის ქალმა გაგვაწყვეტინა. კონკურენტ “კოლეგაზე” განაწყენებული (მათი საუბრიდან გავიგე, წითელქურთუკიანს ერთ-ერთმა “კოლეგამ” კლიენტი წაართვა) გულს ჩემს “შემბმელთან” იოხებდა იმერული აქცენტით.
– იმნაირმა გასრიალებულმა ჯიპმა ჩამომიყვანა აქ, ქეთინოს ახლობელმა, რომ გასკდა გულზე და შვიდჯერ მკითხა ამ კახპამ, ვინაა მაი ბიჭიო. მაძუნგალა მაგი… იმ ბიჭმა, იცი, რა მითხრა? თუ ვინმემ რამე გითხრა, მითხარი და იმწუთას მაქანე გავჩნდებიო. მეტიც არ მინდა, აგი კახპა რომ შემეხოს ხელით, მაი სულ დაკარგავს ამ ადგილს…
ამასობაში ახალი კლიენტი გამოჩნდა და წითელქურთუკიანიც მისკენ გაემართა.

– არ გცივა? – ისევ ვცადე საუბრის გაგრძელება “ჩემს გოგოსთან”.
– არა (მკერდზე დაიხედა, დეკოლტე უფრო ქვემოთ ჩაიწია და “ტერიტორიაზე” ახალშემოსული “ნადავლისკენ” სწრაფად გაემართა. მიხვდა, რომ ვერ დამიყოლიებდა).

“სეილი”

ორიოდ წუთში თეთრი ტყავის ჩექმებში, ვარდისფერ ქურთუკსა და შორტებში გამოწყობილი გოგონა მომიახლოვდა.
– რამდენი გითხრა იმან?!
– 40 ლარი…
– ეგ 10 ლარიც არ ღირს… იმას შეხედე და მერე მე… ფუი, რას გავს (მეგრული აქცენტით)…
– იმ ქალმა 40 ლარი მითხრა, შენ 50-ს მეუბნები…
– იაფად მხოლოდ ნახევარი საათი, სიხარულო (დუმილს ისევ ეს “გოგონა” არღვევს). არ გდომებია, შენ, ბიჭი, არაფერი… იაფი და მუქთა მარჯვენა ხელია და აწი შენ იცი, – განაწყენებული გატრიალდა და მახლობლად მდგარი ბიჭებისკენ გასწია.

ხანმორეული ქალბატონი კი ერთსაათიან მომსახურებას 50 ლარად მთავაზობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ 10 ლარზეც თანახმა იყო.
კითხვის გასაგრძელებლად დააკლიკეთ ნებისმიერ რეკლამას
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.