მაია ასათიანი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - "ნუ გვისაფრდებით დარდისგან გაქვავებულ ჭირისუფალს"
მაია ასათიანი მიმართავს ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უამრავ სტატიას აქვეყნებენ მისი გარდაცვლილი ქალიშვილის, ნუცა მახვილაძის შესახებ და სთხოვს, გამოიჩინონ ადამიანობა.
"მივმართავ ყველა ინტერნეტპორტალის ჟურნალისტს, კოლეგებო! იყავით ადამიანები – ნუ გვისაფრდებით, ჩვენ, დარდისგან გაქვავებულ ჭირისუფალს! ბოლო დღეებში გადაქექილია ჩემი, ნუცას მამის, ბებიის, ჩემი შვილის მეგობრების ფეისბუქ-გვერდები! ნუ აკეთებთ კომერციულად მომგებიან მასალას ჩვენი ოჯახის ტრაგედიიდან! სირცხვილია!” – აღნიშნავს ასათიანი.
მაია ასათიანი საკუთარ განცხადებასთან ერთად აქვეყნებს იმ სტატიებს, რომლებზეც საუბარი აქვს.