Header Ads

უნიკალური ზაპოროჟეცი ”ჩალის ფასად” იყიდება!











22.03.2017უკრაინაში „ზაპოროჟეცის“ უნიკალური ვერსია იყიდება. ლაპარაკია „ზაზ 968-ის“ ორადგილიან, დაგრძელებულ ვერსიაზე , რომელსაც რბილი დასაკეცი სახურავი აქვს. ეს უჩვეულო და ერთობ კოხტა ავტომობილი 2013 წელს დაამზადეს. მის შემქმნელს, რომლის ვინაობაც უცნობია, ბაზისად 1994 წელს გამოშვებული „ზაზ 968“ აქვს გამოყენებული.


ავტომობილზე მუშაობისას, ავტორმა ახალი მზიდი სტრუქტურა შექმნა, რომელიც ჩვეულებრივ „ზაპოროჟეცზე“ რამდენიმე სანტიმეტრით გრძელია. მას ძარის გადაკეთებაც მოუხდა - სახურავი, შუა და უკანა საყრდენები მოჭრა. სალონში ორი, ძველი სტილის სპორტული სავარძელი განლაგდა. მათ უკან არსებული სექცია კი რბილი სახურავის შესანახად არის განკუთვნილი.

ავტომობილი ორ ფერშია შეღებილი, რაც მას კიდევ უფრო გამოარჩევს. ერთ-ერთ ინტერვიუში, პროექტის ავტორს ნათქვამი აქვს, რომ თავისი „ზაპია“ ე.წ. რესტო-სტილში შეასრულა. ცნობისათვის, ამ სტილს ხშირად იყენებენ ”ფოლკსვაგენის” კლასიკურ „ხოჭოზე“.


”ზაპო-კაბრიოლეტის” აღჭურვილობა სტანდარტულია. ავტომობილის უკან განლაგებულია 1.2-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც სულ რაღაც 45 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან წყვილში 4-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობს.

  • კაბრიოლეტი ოდესაში მდებარეობს და მას მხოლოდ 21 000 კილომეტრი აქვს გავლილი. მფლობელი მას სულ რაღაც, 1 200 დოლარად „იმეტებს“, რაც ასეთი ავტომობილისთვის მართლაც ძალიან ცოტაა.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.