გაოცდებით,რომ გაიგებთ, რის გამო გაშიშვლდენენ ეს გოგონები
100 შიშველი ქალი მხოლოდ სარკეებით იყო შეიარაღებული და ოჰაიოში მდნარე კაიაჰოგას ნაპირზე ჩამწკრივდნენ. რატომ? აღმოჩნდა, რომ მათ ასე გამოხატეს პროტესტი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ამბიციებისადმი.
ქალები ნაპირზე დადგნენ და სარკეები მიმართეს კომპლექს “კვიკენ ლოენს-არენასკენ” სადაც ცოტა ხნის წინ ტრამპის პარტიის ნაციონალური ყრილობა გაიხსნა.
პროტესტის ავტორი ცნობილი მხატვარი სპენსერ ტუნიკი აღმოჩნდა, რომელიც მასშტაბური შიშველი პროექტებით არის განთქმული.
თვით მხატვარმა ქალებს ასე მიმართა: “ეს თქვენთვის და თქვენი მომავლისთვის არის. ჩვენ ქალების სიბრძნეს და სინათლეს მოვფენთ რესპუბლიკურ პარტიას”.
“დონალდ ტრამპი ხშირად ლახავს ქალების უფლებებს, მას მგონი წარმოდგენაც არ აქვს, რომ ვარსებობთ ჩვენ, მარტოხელა აფროამერიკელი ქალები, რომლებსაც მისი გვესმის და რომლებიც შეურაცხყოფილები ვრჩებით”, - თქვა ერთმა მონაწილემ.
დონალდ ტრამპი არა მხოლოდ ქალების დამამცირებელი გამონათქვამებით არის ცნობილი, არამედ რასისტული განცხადებებითაც, მაგალითად, გამოვიდა წინადადებით, რომ მექსიკასა და აშშ-ს შორის კედელი აღმართონ.