დაავადება, რომელსაც ბრძოლის ნაცვლად, საქართველოში პოპულარიზაციას უწევენ
ნებისმიერ დაავადებას უძველესი დროიდან მოყოლებული ებრძვიან ყველგან და ყველა შესაძლო საშუალებით მკურნალობენ. თუმცა, ამ მხრივ, ლუდომანია გამონაკლისია. დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი აქვს მინიჭებული - F 63.0. ეს კი ეჭვქვეშ აღარ აყენებს ფაქტს, რომ ლუდომანია დაავადებაა.
რა არის ლუდომანია და რატომ მოხვდა ის დაავადებათა სისტემაში? ეს არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რომელიც 21-ე საუკუნის სენად არის ქცეული. თუმცა, ეს არ არის უბრალოდ ლტოლვა თამაშის მიმართ. ლუდომანიის სიმპტომებია თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ძლიერ დეპრესიასა და თვითმკვლელობის მცდელობებშიც კი გადაიზრდება. როგორც ვხედავთ, ლუდომანიის აბსტინენციის ნიშნები, ფაქტობრივად, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის აბსტინენციის სიმპტომების ანალოგიურია. განაგრძეთ კითხვა
