Header Ads

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი პუტინს ხოტბას ასხამს-"კარგით რა! რუსეთი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ დიდი ხნის გათურქებულები ვიქნებოდით."





ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ ინტერნეტგამოცემა championat.com–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინი ყველაფერს აკეთებს არა თავისთვის, არამედ ხალხისთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რომ საქართველოს არ უშვებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ დღეს ქართველებისთვის უფრო ადვილი გახდა განათლების მიღება ევროკავშირში, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, ზაზა ჯანაშიამ განაცხადა: „რა სულ ევროპაზე მელაპარაკებით?! რა ხდება ჩვენს საზღვრებზე? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად – რუსებთან. ჩვენს ხალხებს უყვართ ერთმანეთი. მაგალითად, მოსკოვში ჩემს სადარბაზოსთან ბებოები სულ მეუბნებოდნენ: „როგორ გვიყვარხართ, თქვენი ღვინო...“, და ეს ყელაფერი ასევე დარჩა“.



2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჯანაშია აცხადებს, რომ „კი, ეს პოლიტიკაა, ხალხი კი იგივე დარჩა. რის ევროპა?! ოდესმე დაგვხმარებია ევროპა?! მე ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი და იქ ერთი სლაიდია, რომლის თანახმად მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობას ბრიტანეთი იცავდა. – კარგით რა! რუსეთი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ დიდი ხნის გათურქებულები ვიქნებოდით. ისტორია უნდა იცოდე! როცა თურქები გვიტევდნენ, რუსეთის არმიამ მოიგერია ისინი. მე მესმის, რაში ვჭირდებით ევროპას – რომ აზერბაიჯანული ნავთობი რუსეთის გვერდის ავლით გაიტანონ – ესაა მთელი მოტივაცია!“.



1991 წლის 30 აგვისტოს ზუგდიდის „ოდიშის“ რიგებში თამაშისას, 15 წლის ჯანაშიამ გოლი გაუტანა ვანის „სულორს“. ამით ის გახდა ერთ-ერთი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი, რომელთაც რეკორდულად მცირე ასაკში აქვთ გოლი გატანილი. მისი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მოსკოვის „ლოკომოტივში“, როდესაც ამ კლუბს წვრთნიდა იური სიომინი. ჯანაშია კლუბთან ერთად ოთხჯერ გახდა რუსეთის საფეხბურთო თასის გამარჯვებული. „ლოკომოტივში“ თამაშის დროს, 1999 წელს ჯანაშია გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 9 მატჩი და გაიტანა ოთხი გოლი. კარიერის ბოლოს თამაშობდა თურქულ კლუბ „კოჩაელისპორსა“ და კალინინგრადის „ბალტიკაში“. საფეხბურთო კარიერა 2004 წელს დაასრულა.






Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.