Header Ads

"შევედი, ჭირისუფალს თვალი გავუსწორე, და სწორედ იმ მომენტში რაღაც მოკვდა ჩემში", - თინა ხიდაშელის სულისშემძვრელი წერილი მაია ასათიანზე











დღეს, მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე დაკრძალეს. ამ თემაზე თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ სტატუსს აქვეყნებს.

"სულ პატარა გოგო ვიყავი. ჩემს სკოლაში ორი ბავშვი უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. სამძიმარზე წავედით ბავშვები. 

შევედი, ჭირისუფალს თვალი გავუსწორე, და სწორედ იმ მომენტში რაღაც მოკვდა ჩემში სამუდამოდ. ახალგაზრდა ქალის თვალები, რომელიც ყველა იქ მყოფში, დიდსა და პატარაში ნუგეშს ეძებდა, შველას ითხოვდა. 
მაშინ, მგონი პირველად ვიგრძენი თავი უსარგებლოდ, სასოწარკვეთილი ვიყავი, მე რა მეკითხებოდა სულ თითის ტოლა ვიყავი, მაგრამ ის ქალი, ძაძებში, რომელსაც არც ვიცნობდი კარგად ჩემს თვალებსაც ზუსტად ისე ეძებდა როგორც ნებისმიერი სხვა იქ მისულის, რომ ნუგეში, პასუხი, სიცოცხლის გაგრძელების მიზეზი ეპოვა.

იმ დღის შემდეგ ძალიან იშვიათად მივდივარ სამძიმარზე, მეშინია ყოველ ჯერზე ამ სასოწარკვეთასთან, უიმედობასა და უძლურებასთან შეხვედრის, როდესაც მორიგ ჯერზე აღმოაჩენ რომ უსარგებლო ხარ, როგორც არ უნდა გინდოდეს, როგორც არ უნდა მოინდომო, მთელი ხმით იყვირო, იტირო მაინც არაფერი შეგიძლია, სულ არაფერი.

არადა ის ძაძებით ქალი ხშირად შენი მეგობარია, შენთვის საყვარელი ადამიანია, სულ მთლიანად შენია და მისი ტივილიც, სასოწარკვეთაც მთლიანად შენია, იმ დღის შემდეგ შენი ნაწილი ხდება და მაინც უძლურება იმარჯვებს შენზე."- წერს თინა ხიდაშელი.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.