ქეთა თოფურიას ქმრისგან ცოცხლები არ მიდიან – სკანდალური ჟურნალისტი ქეთას და გუფის რომანზე
ჯგუფ A’Studio-ს სოლისტი, 30 წლის ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, ბიზნესმენ ლევ გეიხმანის ცოლი უკვე მეოთხე წელია, რაც არის. წყვილი საერთო შვილს – ოლივიას ზრდის, რომელიც ქვეყანას 2015 წელს მოევლინა.
მომღერლის თაყვანისმცემლების აზრით, წყვილს შორის სრული ჰარმონია სუფევდა, სანამ რუსულმა ინტერნეტჟურნალმა life.ru-მ ქეთას და 37 წლის რეპერი გუფის სავარაუდო რომანის შესახებ არ დაწერა. გამოცემა ირწმუნება, რომ წყვილი უკვე წელიწადია, რაც ერთმანეთს ხვდება და ზამთრის არდადეგებიც ერთად გაატარეს ტაილანდში, რაც მომღერლის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანმაც დაადასტურა.
სკანდალური ჟურნალისტის ოთარ კუშანაშვილის კომენტარს აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ლევი და ქეთა არ დაშორებულან და არც აპირებენ ამის გაკეთებას.
კუშანაშვილის თქმით, მომღერლის პოზიცია მედიაში გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ, ბრწყინვალე მაგალითია, თუ როგორ ამაყად უნდა ებრძოლო მტრებს და არ მიაქციო ყურადღება ბოროტ ჭორებს.
რაც შეეხება წყვილის დაშორებას, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ეს ვერსი მხოლოდ ავადმყოფი, ან კანაფით გაბრუებული ადამიანის ტვინში თუ დაიბადება, რადგან ისინი ერთად ბედნიერად გრძნობენ თავს, ლევ გეიხმანი კი ისეთი ქმარია, რომლისგანაც ცოცხლები არ მიდიან.