Header Ads

გსურთ გათავისუფლდეთ ძველი სასიყვარულო ტრავმებისგან? მალაქიტი – ტრანსფორმაციის მინერალი











მალაქიტი ცნობილია, როგორც ძლიერი დამცავი მინერალი, რომლის ტარებაც ხელს უშლის უარყოფით ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლაში, გვათავისუფლებს ძველი სასიყვარულო “ტრავმებისგან” და ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების მოზიდვას როგორც სასიყვარულო, ისე სამეგობრო, თუ კარიერულ სფეროში.

თუ ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურთ და აქამდე ეს იშვიათად გამოგდიოდათ, მალაქიტი უპრობლემოდ დაგეხმრებათ საზოგადოების თვალის თქვენზე მოპყრობაში. ეს მინერალი კარგია ყველასთვის, ვისაც საზოგადოებაში ტრიალი უწევს, დადის მოლაპარაკებებზე, აგვარებს საქმეებს და წყვეტს საჭირბოროტო საკითხებს საზოგადოების სასარგებლოდ.
მალაქიტს ატარებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ცნობილები და დაფასებულები იყვნენ.

მალაქიტი პატრონს ჩუქნის საჭირო ძალას არა იმდენად მიზნის მისაღწევად, რამდენადაც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეფერხებების ადვილად გადასალახად. მაგალითად: თქვენ მუშაობთ, მუშაობთ და მთელ რესურსს დებთ საქმეში, მაგრამ სასურველი რეზულტატი მაინც არ ჩანს, რადგან თქვენ სავსე ხართ შიშებით, შფოთითა და ეჭვებით – “რომ არ გამოვიდეს?” რაც უკვე დიდი ბარიერი ხდება სასურველი მიზნის მისაღწევად, მალაქიტი სწორედ ამ შიშების, შფოთისა და ეჭვებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება, არა მხოლოდ კარიერულ, სასიყვარულო სფეროშიც. ამყარებს მშვიდობისა და ჰარმონიას ოჯახში სადაც კონფლიქტი და დაძაბული სიტუაციაა.

მინერალის შესაძენად მოგვწერეთ  ლაქშმის გვერდზე >> აქ  (https://www.facebook.com/laqshmi/)

ეს ტრანსფორმაციის მინერალია. სულიერ დონეზე ადამიანს ეხმარება ძველი წყენების, ბრაზისა და ტრამვების სუბლიმაციაში. მოაქვს ჰარმონია, სიყვარული და თაგრძნობის, გაგების უნარი.

ხელს უწყობს ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიით მომარაგებას, განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ეხმარება ღვიძლს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. აძლიერებს იმუნურ სისტემას. რეკომენდებულია სახსრებისა და არტერიული წნევის დასაწევად. მენტალურ დონეზე ხელს უწყობს ინფორმაციის ადვილად მიღებასა და გადამუშავებას.

მალაქიტის ტარებისას სასურველია ის ეხებოდეს უშუალოდ კანს, ყელსაბამისა და სამაჯურის სახით.

სახელი მალაქიტი ბერძნული სიტყვა Malache-დან მოდის და მწვანე ბალახს ნიშნავს.

მალაქიტის შესახებ ლეგენდები ძველ საბერძნეთში აფროდიტეს – სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთს, ეგვიპტეში – ატორს – სექსუალობის, ოცნებისა და სილამაზის ქალღმერთს, ხოლო ევროპაში სიყვარულისა და ომის ქალღმერთ ფრეიას სახელებს უკავშირდება.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.