“ობოლაძე დაბადების დღის პონტში აჩუქეთ?” – ნანუკა ჟორჟოლიანი “იმედს” დაბადების დღეს ულოცავს
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იმედს” დაბადების დღეს ულოცავს.
“იმედელებო, გილოცავთ ტელევიზიის დაბადების დღეს. მაქაურობამ ნანუკას შოუ მომცა და როგორი კონკურენტებიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის გისურვებთ წარმატებებს:) თქვენი არსებობა, ჩვენ გვაძლიერებს. ადამიანებს, რომლებსაც ნანუკას შოუს შექმნაში მიგიღიათ მონაწილეობა განსაკუთრებით გილოცავთ . იცოდეთ, მახსოვხართ და მადლიერი ვარ თქვენი” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა ნანუკა ჟორჟოლიანმა დიმა ობოლაძის “იმედში” გადასვლის შესახებ ნიუსებიდან შეიტყო.
ნანუკას პოსტს სოციალურ ქსელში დიმა ობოლოძასთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება აქვს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
“ამხელა კომენტატორ კაცს რო სხვა შუადღეში დიასახლისებთან საჭორაოდ დასვამ წავა აბა რას იზამს- ეს არის ჩემი კომენტარი დიმა ობოლაძის წასვლაზე”
“რაღა დროს შუა დღეა. 7 წელია მანდ ზის:))”
“დიმას აღარ ჰქონდა იმდენი დრო სპორტის თემაზე დათმობილი რუსთავი 2ზე, იმედმაც შეთავაზა დიმას და მის ადგილზე ალბათ ყველა დათანხმდებოდა :))”
“ობოლაძე დაბადების დღის პონტში აჩუქეთ?”
“გავიგეთ ობოლაძეს განსაკუთრებით “მიულოცავს”