"ზაქარია ქუცნაშვილთან მქონდა პირადი ურთიერთობა. დღეს ის მემუქრება და მდევნის"
ჟურნალისტი ქეთი ხომერიკი, რომლის მეუღლე, ადვოკატი ირაკლი კერესელიძე მცირე ხნის წინ დააკავეს, სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ჟურნალისტის განცხადებით, მის ოჯახს ხელისუფლება სდევნის, ამ პროცესში კი უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია გარეული. „პრესა.ჯიმ“ ქეთი ხომერიკს რამდენიმე კითხვით მიმართა.
- ქეთი, დაკავებულია შენი მეუღლე, ადვოკატი ირაკლი კერესელიძე. შენსოციალური ქსელის და მედიის მეშვეობით აცხადებ, რომ ხელისუფლებამხელოვნურად „შეკერა“ საქმე ადვოკატის წინააღმდეგ. რა ბრალდებით დააკავესირაკლი კერესელიძე და რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს ხელისუფლებას მისწინააღმდეგ?
- ჩემი მეუღლე, იურისტი, იურიდიული ოფისის lchl- ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კერესელიძე საქართველოს მთავარმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ ამა წლის 6 თებერვალს დააკავა, სისხლის სამართლის კოდექსის 180ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით, კერძოდ თაღლითობის ბრალდებით! პროკურატურის საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 3 თებერვალს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული იქნა ორ ეტაპიანი ტენდერი თბილისი წითელი ხიდის საავტომობილო გზის, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით . აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა თურქული კომპანია „შპს გენჩ ინშაათი“, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და მიიღო დისკვალიფიკაცია. კომპანიის დირექტორმა მიმართა ირაკლი კერესელიძეს იმის გასარკვევად, თუ რა შანსები ჰქონდა ტენდერში გასამარჯვებლად მეორე ეტაპზე!
ირაკლი კერესელიძეს თურქი ბიზნესმენი გოქსელ გენჩი დააკავშირა სუსის მომქმედი თანამშრომლის დეიდაშვილმა, ბიზნესმენმა მურთაზ კაპანაძემ. როცა ირაკლის კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, თურქული კომპანიის ხელმძღვანელისთვის უკვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სასურველ ტენდერში დისკვალიფიცირებულნი იყვნენ პირველივე ეტაპზე. აღნიშნული დადასტურებულია თავად გამოძიების მიერ! კერესელიძემ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა მას შემდეგ, რაც თავად თურქული მხარის იურისტებმა ჩაასწორეს მათ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება.
მიუხედავად პროკურატურის მხარის არაერთი უსაფუძვლო მტკიცებისა, ხელშეკრულება ეხებოდა არამარტო ტენდერში თურქული კომპანიის მიერ სასურველი შედეგის მიღებას, არამედ მოიცავდა თურქული კომპანიის სრულ იურიდიულ მომსახურეობას ორი წლის ვადით და ვალდებულებები დეტალურად იყო გაწერილი ამ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების მესამე თავის თანახმად, თურქულ კომპანიას უნდა უზრუნველყო და გადაეხადა lchl ტვის ავანსის სახით 80 ათასი დოლარი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, რათა შეესრულებინა მასზე ნაკისრი ვალდებულება ირაკლის კომპანიას 2 წლის ვადით! ხელმოწერისთანავე უნდა ჩარიცხათ ავანსის სახით 80 ათასი იურიდიული მომსახურების გამო, ხოლო ტენდერის მოგების შემთხვევაში კი თურქულ კომპანიას უნდა ჩაერიცხა სამი მილიონ ხუთასიათასი.
ბრალდება ცდილობს დაამტკიცოს, რომ საავანსო თანხის გადახდა ხელშეკრულების თანახმად უნდა მომხდარიყო „გენჩ ინშაათის“ მიერ ტენდერში გამარჯვებიდან პირველ ეტაპზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება! არადა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხელშეკეულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ ჩარიცხა lchl ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, კერესელიძის არაერთი მოთხოვნის შემდგომ თურქულმა მხარემ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ მცირედი ნაწილი, ისიც არა საბანკო ჩარიცხვის, არამედ ნაღდი ანგარიშსწორების სახით და შემდგომში უკან მოითხოვა ის მცირედი ნაწილიც იმ მიზეზით რომ თავად lchl ის გარეშე აგვარებდა ტენდერში გამარჯვების საკითხს!
კერესელიძემ სცადა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, წერილობითი ფორმით მოლაპარაკება ეწარმოებინა თურქულ კომპანიასთან და ამ მიზნით საკუთარი პოზიციის ზუსტად მითითებით მისწერა ოფიციალური წერილი, მეილი თურქულ მხარეს, რაზეც ოფიციალური პასუხი არასოდეს მიუღია! კერესელიძესთან კომუნიკაცია თურქულმა მხარემ შეწყვიტა და უშუალოდ კერესელიძის ბრალდებულის სახით დაკავებამდე მისთვის ცნობილი არ იყო რომ თურქულ კომპანიას თავი დაზარალებულად ან მოტყუებულად მიაჩნდა და ამის გამო საჩივარი ჰქონდა შეტანილი სამართალდამცავ ორგანოებში! ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ ირაკლი კერესელიძემ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა მისსა და თურქულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ავანსის თანხას. სასამართლი პროცესი ჩანიშნულია 29 მარტს და ჩვენ ვეცდებით დავამტკიცოთ ირაკლის უდანაშაულობა. ვფიქრობთ ეს თურქული კომპანია იყო თავიდანვე შემოგდებული და პროვოკაცია იყო მათი ირაკლისთან მოყვანა! ირაკლი დარწმუნებულია რომ სახელმწიფომ გაწირა, თუმცა, რა არის რეალური მოტივი, გადაჭრით არ ვიცი.
- შენ ხმამაღალი განცხადება გააკეთე სოციალურ ქსელში და დაასახელეკონკრეტული პიროვნება - ზაქარია ქუცნაშვილი. უფრო ვრცლად რომ ისაუბრო ამპიროვნების შესაძლო როლზე მომხდარ მოვლენებში?
- ჩემი მეუღლის ირაკლი კერესელიძის დაკავებასთან ზაქარია ქუცნაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს, ეს დაკავების შემდგომ მოხდა მისი ჩარევა ხელახლა ჩემს ცხოვრებაში! ვგულისხმობ შემდეგს: ამას არ ვიტყოდი, პირადად ჩემზე და ჩემს ოჯახზე რომ არ იყოს ზეწოლა. დღევანდელi უმრავლესობის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან წლების წინ ჩამომიყალიბდა პირადი ურთიერთობა, რომელიც ჩემთვის სავალალოდ გაგრძელდა და მთავრდება. იგი იყო ჩემი რეკომენდატორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობისას, მას შემდეგ რაც მე და ირაკლი დავქორწინდით, ჩვენი ურთიერთობა შეწყდა და მან სამინისტროდან რეკომენდაცია უკან გამოითხოვა, რის შემდეგაც გამათავისუფლეს სამინისტროდან! ამ დეტალებს დღემდე არ ვამხელდი. თუმცა მას მერე, რაც შევიტყვე რომ ძალოვან სტრუქტურებში ვერანაირ სამსახურს ვერ დავიწყებდი, ყველა წყაროთი შევიტყვეთ, რომ მბლოკავდა ბატონი დეპუტატი, რაც მან პირად საუბარშიც დამიდასტურა!
- შენ აცხადებ, რომ გაქვს პირადი ხასიათის ჩანაწერი, სადაც ზაქარია ქუცნაშვილიფიგურირებს. რა ტიპის ჩანაწერია და მის გასაჯაროებას თუ აპირებ?
- იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება ჩემსა და ჩემი ოჯახის თავს, გამომაქვს დასკვნა, რომ ბატონი დეპუტატის მხრიდან ზეწოლა არ წყდება, რაც დამტკიცდა კიდეც ჩემი მის ახლობელთან შემთხვევითი შეხვედრით, მის ვინაობას ვასახელებ. პიროვნებამ მითხრა ღიად, რომ ჩემს ძველ პირად ურთიერთობაზე ხმა არ ამომეღო, რომელიც დაფიქსირებულია ჩემს დიქტოფონზე, რომლის შინაარსიც არავითარ პოლიტიკურ მოტივებს არ შეიცავს და მით უფრო მიკვირს, რომ მოდის ასეთი ზეწოლა და მოთხოვნა შუამავლებისგან! ამ ეტაპზე ამას ვაჟღერებ იმის გამო, რომ მე და ჩემს ოჯახს, რომელიც განიცდის სახელმწიფო მანქანის ზეწოლას, გავლენიანი უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან არ დაემატოს კიდევ უფრო მეტად ჩვენი დევნა!
რამდენიმე დღის წინ ქუცნაშვილის კლასელი შემხვდა და გარკვევით მითხრა: ზაქროზე არაფერი თქვაო, ანუ მთავარ პროკურატურაში ირაკლის დაკავების დღეს ჩხრეკისას ამოღებული იქნა ჩემი დიქტოფონი კანონის დარღვევით, სადაც იყო ჩემი და ზაქროს ორი წლის წინანდელი პირადი საუბრები. ეს რომ გაიგო ქუცნაშვილმა, დაიწყო ჩემი დევნა ხელახლა. მან ამ ჩანაწერების შესახებ იცოდა და სიახლე არ იყო ეს მისთვის. ალბათ შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ეს ჩანაწერები დევს მთავარ პროკურატურაში.
სწორედ ამის მერე დამყვებიან გაურკვეველი პირები, მითვალთვალებენ, ღიად მენახებიან, ფსიქოლოგიურ ზეწოლას აქვს ადგილი. პროკურატურა დღემდე არ მიბრუნებს ჟურნალისტურ ნივთებს, ხელი მეშლება საქმიანობაში და მაქვს ეჭვი, რომ სწორედ ქუცნაშვილი აჭიანურებს ჩემი ნივთების დაბრუნებას, ვინაიდან ჩვენი პირადი საუბრებია. სამწუხაროა რომ მთავარი პროკურატურა მიქექავს პირად ცხოვრებას და მე ჟურნალისტს, ჩემს პროფესიულ ნივთში რა მიწერია, მისაჯაროებს. ჩვეულებრივი რიგითი გამომძიებელიც კი მოისმენს ჩემს პირად საუბრებს. თავად ვამცნე ზაქარიას რომ ჩანაწერები დაიდო მთავარ პროკურატურაში, შევახსენე ჩანაწერები, მან კი ხალხის გამოგზავნა და მუქარა დაიწყო.
- რას აპირებ, რა სახით შეეცდები შენი პოზიციის დაცვას? თუ გაქვს იმის იმედი, რომპროცესები ობიექტურად წარიმართება?
- სიმართლე გითხრა, არაფრის იმედი აღარ მაქვს, მხოლოდ ხალხის, კოლეგების და ადვოკატის იმედად ვარ დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა და სასამართლო არ იქნება ობიექტური, თუმცა, ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ.