ვინ იგულისხმა გოგოტიშვილმა “იმედის” “მეორე შენაძენში” – ცნობილია
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის თენგო გოგოტიშვილის სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ დაწერილმა სტატუსმა, სოციალურ ქსელში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
“ტვ “იმედი” – ალალად გილოცავთ დაბადების დღეს! ორივე შენაძენსაც გილოცავთ, თუმცა გული ალალად მწყდება. ეს რაუნდი მოიგეთ“, – წერდა გოგოტიშვილი.
სოციალური ქსელის მომხმარებლები დაინტერესდნენ, ვინ იგულისხმა გოგოტიშვილმა “მეორე შენაძენში”.
როგორც გოგოტიშვილმა “პრაიმტაიმს” უთხრა, “მეორე შენაძენი” “იმედისთვის” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პროდიუსერი როსტომ, იგივე წუკი წულუკიძეა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ “რუსთავი 2”-ის სპორტული კომენტატორი დიმა ობოლაძე ტელეკომპანია “იმედის” სპორტულ მიმართულებას უხელმძვანელებს.