Header Ads

ქალის ასაკს ხელები გასცემს! გამაახალგაზრდავებელი ნიღბები გლუვი დაელასტიკური კანისთვის



გთავაზობთ ხელის კანის მოვლის 3 კომპლექსურ პროგრამას. თითოეული მათგანი 3 ეტაპისგან შედგება: დაორთქვლა, დარბილება და დატენიანება. გამაახალგაზრდავებელი სპა-პროცედურების ჩატარება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ.
ხელების გაახალგაზრდავება

აბაზანა
გაათბეთ კოსმეტიკური პარაფინი გადნობამდე, ოდნავ გააცივეთ და ჩაყავით ხელები 20-30 წუთით. ასეთი აბაზანები ატონიზირებს და ჭიმავს კანს.
პილინგი. შეურიეთ 2 ს.კ. ზღვის მარილი, ჩაის ხის 1 წვეთი ზეთი, 2 ს.კ. ქოქოსის ზეთი. წაისვით მიღებული მასა ხელებზე მასაჟის მოძრაობებით.
ნიღაბი. ათქვიფეთ კვერცხის გული, შეურიეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით ხელებზე 15 წუთით. დაიბანეთ თბილი წყლით.
скраб для рук

აღდგენა
აბაზანა. გამოწურეთ 1 ლიმონის წვენი, დაამატეთ გრეიპფრუტის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი, 1 მწიკვი სოდა და დარიჩინი. ჩაყავით ნარევში ხელები 5-7 წუთით.
პილინგი. ფორთოხლის ცედრა, 0,5 ჭიქა შაქარი, 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი და 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი შეურიეთ. დაასველეთ სპონჟი ამ ნარევში და შეიზილეთ ხელებზე.
ნიღაბი. შეურიეთ 1 ფორთოხლის რბილობი, 1 ჩ.კ. ქუნჯუთის ზეთი და 1 მწიკვი წითელი პილპილი. მიღებული მასა წაისვით ხელებზე, დაიბანეთ 5 წუთში.


დაღლილობის მოხსნა
აბაზანა.
თბილ წყალში ჩააწვეთეთ ცოტაოდენი როზმარინისა და მენთოლის ზეთი, დაუმატეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. დაიორთქლეთ ხელები 5 წუთის განმავლობაში.


პილინგი
შეურიეთ 2 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 1 მწიკვი სოდა და 1 ს.კ. ვარდის წყალი. მიღებული მასა წაისვით ხელებზე.
ნიღაბი. გახეხეთ 1 მწვანე ვაშლი, დაამატეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. ვაზელინი, 1 წვეთი კამფორის ზეთი. მიღებული მასა წაისვით ხელებზე 10 წუთით. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და დაიტენიანეთ საცხით ხელები.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.