Header Ads

5 მიზეზი, რომლის გამოც სექსზე სულ უფრო ხშირად ვამბობ უარს





უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები ადამიანების სექსუალური აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მოცემულ მომენტში ჩვენ სექსუალური აქტივობის თვალსაზრისით, ყველაზე თავისუფალ ეპოქაში ვცხოვრობთ. ახალმა ტექნოლოგიებმა ახალი შესაძლებლობებისკენ გაგვიკვალა გზა, საუკუნის წინ ხომ ადამიანებს არც კონტრაცეპტივები და არც გაცნობის საიტები ჰქონდათ.

სექსუალურმა რევოლუციამ თანდათანობით ბევრი სოციალური ნორმების ცვლილება გამოიწვია და მოსახლეობა უფრო მეტად ტოლერანტული გახადა განქორწინების ფენომენისა და ქორწინებამდე სექსის მიმართ.

ამ ფონზე პარადოქსულად ჩანს იმ კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ დღეს უფრო იშვიათად ვკავდებით სექსით.(საშუალო მაჩვენებელმა 15%-ით იკლო). სექსუალური აქტივობის კლება თანაბრად შეინიშნება სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანებში, თუმცა განსაკუთრებით თვალშისაცემი დაქორწინებულ ადამიანებს შორისაა.

სექსუალური აქტივობის კლება მსოფლიოში ყველაზე მკვეთრად იაპონიაში შეინიშნება, სადაც 16-დან 25 წლამდე ქალების 46% და მამაკაცების 25% სექსს სკეპტიკურად უყურებს.

რატომ ვამბობთ სექსზე უარს სულ უფრო ხშირად? - ამას შესაძლოა ლოგიკური ახსნაც ჰქონდეს.

1. პორნოგრაფია

პირველი მიზეზი, შესაძლოა ტექნოლოგიის განვითარება იყოს, რომელმაც პორნოგრაფია სულ უფრო ხელმისაწვდომი გახადა, სოციალურმა ქსელებმა კი მისი მომხმარებლების წრე სულ უფრო გააფართოვა. ონლაინ-პორნოგრაფიის პოპულარობის ზრდამ, მკვლევარებს საფუძველი მისცა პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობად შეეფასებინათ.

პორნოგრაფიით გატაცება რეალურ ცხოვრებაში სექსს ანაცვლებს და მნიშვნელოვნად ამცირებს სექსუალური აქტივობის სურვილს საძინებელში.
პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება იწვევს ისეთ ფსიქიკურ დაავადებებს, როგორიც სექსუალური ანორექსია და პორნოგრაფიით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციაა.

2. სოციალური ქსელები

სოციალური ქსელები კიდევ ერთი მიზეზია, რომელიც პარტნიორებს ხშირ სექსუალურ ცხოვრებაში უშლის ხელს. თუ ადრე მკვლევარები ამტკიცებდნენ, რომ საძინებელ ოთახში ტელევიზორის დამონტაჟებით, სექსუალური აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდებოდა, ახლა იმავეს თქმა "ფეისბუქზე", "ტვიტერსა" და "ინსტაგრამზეც" შეიძლება.


აღნიშნულ მოსაზრებას ყველა მკვლევარი არ ეთანხმება. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონები ადამიანს საკმაოდ ბევრ დროს ართმევს, გაცნობის ისეთმა საიტებმა, როგორიც გრაინდერი და თინდერ-ია სექსი უფრო მისაწვდომი გახადა.  განაგრძეთ  კითხვა
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.