ბანკებიდან გატანილი 5 მილიონი და გაყალბებული დოკუმენტები - ქართველიფრენკ აბიგნეილის გასაოცარი ამბავი
ქართველი ავანტურისტის, სოლომონ აშორდიას ამბავი მსოფლიოში ცნობილ გამყალბებელ ფრენკ აბიგნეილს გაგახსენებთ, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.
მისი ისტორია საფუძვლად დაედო სტივენ სპილბერგის ფილმს, სახელწოდებით "დამიჭირე, თუ შეძლებ", სადაც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.
"სოლომონ აშორდია ნიჭიერი ქართველი თაღლითი გახლავთ, რომელსაც მსოფლიოს ისტორიული მისტიფიკატორების ნუსხაში საპატიო ადგილი უკავია. ყალბი საბუთების შედგენის სფეროში ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე იყო. XIX საუკუნის მიწურულს, მისი წყალობით, ქუთაისის გუბერნიის 2 ათასამდე მცხოვრებმა თავადისა და აზნაურის ღირსებები მიიღო... საქართველოდან გაქცევის შემდეგ, სოლომონმა თავისი ავანტიურისტული საქმიანობა იმდროინდელ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში განაგრძო. ყალბი საბანკო საბუთებით, თავის თანამზრახველებთან ერთად, რუსეთის ბანკებიდან დაახლოებით ხუთი მილიონი მანეთი გაიტანა. მის შესახებ საქართველოსა და რუსეთში არაერთი ლეგენდა და მითი არსებობდა. წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო: ერთი მხრივ თაღლითი და ავანტიურისტი და მეორე მხრივ კი - ქველმოქმედი, ყურადღებიანი, პირნათელი, რომელიც სხვისას არაფერს შეირჩენდა. სოლომონს ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება და საქმიანობა ჰქონდა", - ამბობს პროფესორი მალხაზ აშორდია, რომელიც ცნობილი ავანტიურისტის ძმის შვილიშვილია. მან წინაპარს წიგნი - "სოლომონ აშორდია - ზუგდიდელი ქართველი ავანტიურისტის თავგადასავლი" მიუძღვნა.
პირველი სიყალბე
გაკვეთილზე, თანაკლასელების თვალწინ, სოლომონს სუფთა ფურცელზე სამმანეთიანი დაუხატავს. შემდეგ კი ბაზარში წასულა და იმ "ფულით" ცხვარი უყიდია, რომელიც შინ მიუყვანია. მამა დიდხანს ცდილობდა გაეგო, საიდან ჰქონდა ფული. სოლომონი ატყუებდა, რომ სამმანეთიანი იპოვა. საბოლოოდ კი ეს ამბავი პოლიციას გაუგია, სადაც დაუბარებიათ კიდეც მამა-შვილი. მამისგან ხელწერილი აუღიათ, რომ მისი შვილი - სოლომონი მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებდა. მაშინ პოლიციას იოლად გადაურჩა, მაგრამ შინ მამისგან საკმაოდ მოხვდა...
სოლომონი უნიჭიერესი ადამიანი იყო. ბავშვობიდან კარგად ხატავდა, მღეროდა. ჰქონდა კარგი კალიგრაფია. ადვილად ამსგავსებდა სხვების ხელმოწერებს. ჩინებულად შეუსწავლია რუსული ენა - შეუცდომლად წერდა და კითხულობდა. ჰქონდა ახლის ათვისების საოცარი უნარი. კითხვაც ჰყვარებია. თურმე საშინლად განიცდიდა იმას, რომ სწავლა-განათლება ბოლომდე არ ჰქონდა მიღებული. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მის ოჯახს უჭირდა და სკოლის დამთავრების შემდეგ, მას მატერიალურად ვერ ეხმარებოდა. ამიტომ იძულებული გახდა, სამსახური დაეწყო. მუშაობდა ზუგდიდის სამაზრო სამმართველოში და პარალელურად, მომრიგებელ მოსამართლესთანაც მწერლად მსახურობდა...
პირველი დაპატიმრება
პირველი სერიოზული დანაშაული, რომლის გამოც სოლომონი გაასამართლეს, 1893 წლის ოქტომბერში ჩაიდინა. ამ წელს, 18 წლის სოლომონი ქუთაისიდან ზუგდიდში დაბრუნდა, სადაც მომრიგებელ მაჭავარიანის თხოვნით, გარკვეული დროით, მასთან სამუშაოდ დარჩა. საქმის არსი მდგომარეობდა შემდეგში: ზუგდიდის სოფლის საზოგადოების 18 კომლი გლეხი, 1863 წლის აღწერით, ჩაწერილი იყო სოფელ ზუგდიდში, ხოლო 1886 წელს შედგენილი საოჯახო სიებით - დაბა ზუგდიდის მცხოვრებლებად. ამის გამო ისინი, როგორც სოფლისა და როგორც დაბის მცხოვრებნი ორმაგ გადასახადს იხდიდნენ. ორმაგი გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, აღნიშნულმა გლეხებმა 1893 წელს თბილისის სახაზინო პალატას თხოვნით მიმართეს, რათა ისინი დაბა ზუგდიდის მცხოვრებლებად ჩაერიცხათ. პალატამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგანაც ამისათვის საჭირო იყო სოფლის საზოგადოების ყრილობის დადგენილება მათი ამ საზოგადოებიდან დათხოვნის შესახებ. ზუგდიდის მაზრის პოლიციის სამმართველოს მოხელე, სოლომონის თანაკლასელი, ვინმე პლატონ ქარდავა ამ გლეხების მეზობელი იყო, რომელთა შორის ავტორიტეტით სარგებლობდა. მან გაავრცელა აზრი, თითქოს იცოდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომ მსგავსი ჩარიცხვისათვის არ იყო საჭირო სოფლის მცხოვრებ გლეხთა ყრილობის გადაწყვეტილება. ქარდავამ მათ გარკვეული საფასურის (15 მანეთი) სანაცვლოდ, დახმარება აღუთქვა. გლეხებს ეჭვი არ შეუტანიათ მის სიტყვებში, ისე დათანხმდნენ. პლატონმა ამ საქმეში დახმარება სოლომონს სთხოვა. 1893 წლის 31 ოქტომბერს სანიკიძის დუქანში მათ შეადგინეს სოფლის ყრილობის ორი ყალბი დადგენილება, ზუგდიდის სასოფლო საზოგადოების 321 გლეხის ყალბი ხელმოწერით. ტექსტებზე ხელი სხვადასხვა პირმა მოაწერა... სოლომონმა დანაშაული არ აღიარა... განაგრძეთ კითხვა
პირველი დაპატიმრება
პირველი სერიოზული დანაშაული, რომლის გამოც სოლომონი გაასამართლეს, 1893 წლის ოქტომბერში ჩაიდინა. ამ წელს, 18 წლის სოლომონი ქუთაისიდან ზუგდიდში დაბრუნდა, სადაც მომრიგებელ მაჭავარიანის თხოვნით, გარკვეული დროით, მასთან სამუშაოდ დარჩა. საქმის არსი მდგომარეობდა შემდეგში: ზუგდიდის სოფლის საზოგადოების 18 კომლი გლეხი, 1863 წლის აღწერით, ჩაწერილი იყო სოფელ ზუგდიდში, ხოლო 1886 წელს შედგენილი საოჯახო სიებით - დაბა ზუგდიდის მცხოვრებლებად. ამის გამო ისინი, როგორც სოფლისა და როგორც დაბის მცხოვრებნი ორმაგ გადასახადს იხდიდნენ. ორმაგი გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, აღნიშნულმა გლეხებმა 1893 წელს თბილისის სახაზინო პალატას თხოვნით მიმართეს, რათა ისინი დაბა ზუგდიდის მცხოვრებლებად ჩაერიცხათ. პალატამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგანაც ამისათვის საჭირო იყო სოფლის საზოგადოების ყრილობის დადგენილება მათი ამ საზოგადოებიდან დათხოვნის შესახებ. ზუგდიდის მაზრის პოლიციის სამმართველოს მოხელე,
You must have Flash Player installed in order to see this player.
პირველი სერიოზული დანაშაული, რომლის გამოც სოლომონი გაასამართლეს, 1893 წლის ოქტომბერში ჩაიდინა. ამ წელს, 18 წლის სოლომონი ქუთაისიდან ზუგდიდში დაბრუნდა, სადაც მომრიგებელ მაჭავარიანის თხოვნით, გარკვეული დროით, მასთან სამუშაოდ დარჩა. საქმის არსი მდგომარეობდა შემდეგში: ზუგდიდის სოფლის საზოგადოების 18 კომლი გლეხი, 1863 წლის აღწერით, ჩაწერილი იყო სოფელ ზუგდიდში, ხოლო 1886 წელს შედგენილი საოჯახო სიებით - დაბა ზუგდიდის მცხოვრებლებად. ამის გამო ისინი, როგორც სოფლისა და როგორც დაბის მცხოვრებნი ორმაგ გადასახადს იხდიდნენ. ორმაგი გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, აღნიშნულმა გლეხებმა 1893 წელს თბილისის სახაზინო პალატას თხოვნით მიმართეს, რათა ისინი დაბა ზუგდიდის მცხოვრებლებად ჩაერიცხათ. პალატამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგანაც ამისათვის საჭირო იყო სოფლის საზოგადოების ყრილობის დადგენილება მათი ამ საზოგადოებიდან დათხოვნის შესახებ. ზუგდიდის მაზრის პოლიციის სამმართველოს მოხელე,
You must have Flash Player installed in order to see this player.
სოლომონის თანაკლასელი, ვინმე პლატონ ქარდავა ამ გლეხების მეზობელი იყო, რომელთა შორის ავტორიტეტით სარგებლობდა. მან გაავრცელა აზრი, თითქოს იცოდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომ მსგავსი ჩარიცხვისათვის არ იყო საჭირო სოფლის მცხოვრებ გლეხთა ყრილობის გადაწყვეტილება. ქარდავამ მათ გარკვეული საფასურის (15 მანეთი) სანაცვლოდ, დახმარება აღუთქვა. გლეხებს ეჭვი არ შეუტანიათ მის სიტყვებში, ისე დათანხმდნენ. პლატონმა ამ საქმეში დახმარება სოლომონს სთხოვა. 1893 წლის 31 ოქტომბერს სანიკიძის დუქანში მათ შეადგინეს სოფლის ყრილობის ორი ყალბი დადგენილება, ზუგდიდის სასოფლო საზოგადოების 321 გლეხის ყალბი ხელმოწერით. ტექსტებზე ხელი სხვადასხვა პირმა მოაწერა... სოლომონმა დანაშაული არ აღიარა...
