8 რამ, რასაც მამაკაცი აკეთებს, როდესაც ნამდვილად უყვარხართ
ქალებისგან განსხვავებით მამაკაცები სხვანაირად გამოხატავენ გრძნობას საყვარელი ქალის მიმართ. თუ არ გეუბნებათ, რომ უყვარხართ, დააკვირდით მის ქცევას.
1. გისმენთ - თქვენი ხმა მისთვის საყვარელი მუსიკასავითაა და არა აქვს მნიშვნელოა, რას ეუბნებით.
2. არ გეკამათებათ - თუ რაიმე საჭირბოროტო საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი მშვიდად განიხილავთ.
3. მსხვერპლის გაღება შეუძლია თქვენი ბედნიერებისთვის - თქვენ მისთვის პრიორიტეტული ხართ.
4. იბრძვის თქვენი სიყვარულისთვის - ეშინია, რომ დაგკარგავთ.
5. ბედნიერია თქვენი მიღწევებით - როცა მამაკაცს ქალი უყვარს, მას ხელს არ შეუშლის წარმატების მიღწევაში, არ გახდება მისი კონკურენტი.
6. ლამაზად მიაჩნიხართ მაშინაც კი, როცა საშინლად გამოიყურებით, მაგალითად სურდოს დროს.
7. ზრუნავს თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე - იცის, რომ ეს ადამიანები თქვენთვის მნიშვნელოვანები არიან და ბედნიერია, როცა მათ ეხმარება.
8. არ ეშინია სისუსტის გამომჟღავნების - სენტიმენტალურ მომენტებში ცრემლსაც არ შეუშინდება.
