Header Ads

დამარხული გოგონა სამარიდან მძარცველებმა გამოიხსნეს - დაუჯერებელიისტორია ოჩამჩირედან





Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა.

***

ხალხური ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილი გარკვეული დროის შემდეგ უნდა დაიკრძალოს: იქნებ, მიცვალებული მობრუნდესო? - ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები და თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ ისე უსაფუძვლოდ. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი ჩერდება - ანუ ამ დროს ეს პროცესები იმდენად შენელებულია, რომ ამის დაფიქსირება, მხოლოდ სპეციალური მაღალკვალიფიციური სამედიცინო კვლევის შედეგად არის შესაძლებელი, თუმცა ესეც ყოველთვის როდი ამართლებს. მედიცინა შორს წავიდა, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი მეცნიერებისთვის მაინც იდუმალებით მოცული, შეუცნობელი სამყაროა.

შუა საუკუნეების დიდი პოეტი პეტრარკა თურმე 20 საათის განმავლობაში იწვა უსულოდ, დასაფლავებამდე 4 საათით ადრე კი, სარეცლიდან წამოდგა და მოსამსახურეები გამოლანძღა. ამის შემდეგ მან კიდევ 40 წელი იცოცხლა და თავისი საუკეთესო სონეტები შექმნა.

ბოლომდე აუხსნელი დარჩა რუსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის იდუმალებით მოცული სიკვდილი. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, როდესაც მისი კუბო გახსნეს, მწერალი გვერდზე გადაბრუნებული ნახეს. გამოდის, რომ ის ცოცხლად დაუსაფლავებიათ (რატომღაც, ყოველთვის ეშინოდა ამის).

ცოცხლად დამარხვის შიში აწუხებდა შვედ გამომგონებელ ემანუელ ნობელსაც. მის შვილს კი - ალფრედს, დინამიტის გამომგონებელსა და ნობელის პრემიის დამაარსებელს, ასეთი შიში მანიად ექცა.

ასეთი შემთხვევა მრავლადაა მოყვანილი პლატონის "დიალოგებში", პლინიუს უფროსის "ბუნებრივ ისტორიაშიც" და პლუტარქეს "ცხოვრების შედარებით აღმწერლობაშიც".

1972 წელს ოჩამჩირის რაიონში სოფელ ტამიშში მოულოდნელად გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი, 13 წლის გოგონა. ბავშვი დაკრძალეს, მალე აღმოჩნდა, რომ "მიცვალებული" სულაც არ ყოფილა "მიცვალებული", ბედნიერი შემთხვევის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა. სოფლის მკვიდრთ დღესაც კარგად ახსოვთ ეს შემზარავი ამბავი...

მას შემდეგ, 30 წელზე მეტი გავიდა, ის გოგონა ნაირა ჩახუნაშვილი დღეს უკვე ბებიაა და ნორმალურ ცხოვრებას განაგრძობს.

- ეს ამბავი ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმს ჰგავს. ღმერთმა დიდი განსაცდელი მომივლინა, ამავე დროს, მომანიჭა იმდენი ძალაც, რომ ჭკუიდან არ გადავსულიყავი. მთელი ცხოვრება ვცდილობდი დამევიწყებინა ის ავადსახსენებელი დღე. საშინელი კომპლექსი მტანჯავდა, ავადმყოფურ აკვიატებად მექცა: მეგონა, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა - უცნობებიც კი. მინდოდა, გადავხვეწილიყავი შორს - ცხრა მთას იქით, სადაც არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ. მთელი ცხოვრება აჩრდილივით დამყვებოდა ბნელი მოგონებები. ბოლოს მივხვდი, რომ მეხსიერებიდან ვერაფერს ამოვშლიდი: როცა ამას ცდილობ, უფრო ირთულებ მდგომარეობას, ამიტომ გადავწყვიტე, სიმართლისთვის თვალი გამესწორებინა და ფართო აუდიტორიისთვის ახლა მაინც მომეთხრო ის, რასაც წლების მანძილზე ვმალავდი - იქნებ, ამით სულიერი სიმშვიდე დავიბრუნო.   განაგრძეთ  კითხვა
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.