სამარეში წაყებული სამი უდიდესი საიდუმლო!
ოტო გუნშე 1943 წ. 12 იანვრიდან ადოლფ ჰიტლერის პირადი ადიუტანტი (შტაბის ოფიცერი) იყო. 1945 წ. 30 აპრილს მან პირადად ფიურერისგან მიიღო დავალება, დაეწვა მისი და ევა ბრაუნის გვამები.
ოტო გუნშემ სრული სიმართლე იცოდა ჰიტლერის ცხოვრების უკანასკნელი წლის და გარდაცვალების შესახებ. თუმცა, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, მემუარების დაწერაზე უარი თქვა.
ახალგაზრდა ოფიცერმა ფიურერის განსაკუთრებული ნდობა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც 1944 წ. 20 ივლის ჰიტლერზე თავდასხმა მოხდა. სწორედ ის დაეხმარა ჰიტლერს ნანგრევებიდან თავის დაღწევაში და ფაქტიურად გადაარჩინა. სწორედ იმ დღის შემდეგ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, ოტო გუნშე დიქტატორს გვერდიდან არ მოშორებია.
ჰიტლერს ძალიან ეშინოდა სტალინის ხელში ჩავარდნის და მნიშვნელობა არა ჰქონდა, ის ცოცხალი იქნებოდა თუ მკვდარი. ის ამბობდა, რომ არ უნდოდა ექსპონატი გამხდარიყო, ცვილის ფიგურების საბჭოთა მუზეუმში. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მისთვის ცნობილი გახდა, მუსოლინის მკვლელობისა და მისი გვამის საქვეყნოდ გამოფენის შესახებ, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა ფიურერს, რომ სიკვდილის შემდეგ, თავისი თავისგან, არაფერი დაეტოვებინა მოკავშირეებისთვის. ამიტომ, სთხოვა თავის ადიუტანტს, რომ მისი სხეული დაეწვა.
გუნშემ ჰიტლერის უკანასკნელი დავალება შეასრულა და მას შემდეგ, რაც ფიურერმა და ევა ბრაუნმა საწამლავი მიიღეს, მათი გვამები გაანადგურა. გავიდა რამდენიმე დღე და საბჭოთა ჯარისკაცებმა ის ტყვედ აიყვანეს. მან ტყვეთა ბანაკში რამდენიმე წელი გაატარა.
გავიდა დრო და გაჩნდა ვერსია, რომ დამწვარი გვამები ჰიტლერს და მის მეუღლეს არ ეკუთვნოდათ და რომ ნაცისტების ბელადი ლათინურ ამერიკაში გაიქცა.
1956 წელს, გათავისუფლების შემდეგ, SS-ის ყოფილი ოფიცერი ოტო გუნშე მშვიდი, უხმაური ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველანაირად ცდილობდა, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. ის 86 წლის ასაკში გარდაიცვალა და ჰიტლერის გარდაცვალების საიდუმლოც თან წაიღო.
არნე ბერლინგი (Arne Beurling, 1905 – 1986)
არნე მათემატიკის შვედი პროფესორი იყო. 1940 წ. მან გერმანელების ის კოდი გატეხა, რომელსაც ფაშისტები სამხედრო-სტრატეგიული კომუნიკაციისთვის იყენებდნენ. მან ამის გაკეთება, სულ რაღაც 2 კვირაში, კოდირებული სატელეგრაფო ლენტის ჩანაწერის შესწავლით მოახერხა და შექმნა მოწყობილობა, რომლითაც გერმანიიდან, შვეციის და ნორვეგიის გავლით გადაიცემული ინფორმაციის დეშიფრირება შეიძლებოდა. როდესაც მეცნიერს ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა კოდის გატეხა, მან უპასუხა, რომ «მაგი თავის საიდუმლოს არასდროს ასაჯაროებს».
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბერლინგის მიერ შექმნილი მოწყობილობის წყალობით, შვედეთის ხელისუფლებამ, «ბარბაროსას» გეგმის არსებობის შესახებ, მანამდე იცოდა, ვიდრე მისი განხორციელება დაიწყებოდა. განაგრძეთ კითხვა
