სტალისნ კითხეს იყო თუ არა ქართველი... სტალინმა უპასუხა "მე არ ვარქართველი..."
სტალინმა გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე მარშალ პაველ რიბალკოს კითხვაზე იყო თუ არა ქართველი, უპასუხა:
— მე არ ვარ ქართველი, მე ვარ რუსი ქართული წარმოშობის!
სტალინი – ორჯონიკიძეს:
— ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია.
საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 6000 კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფხაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი! საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდე მცხოვრებით!
საბოლოო ჯამში 1918-1921 წლებში საქართველომ დაკარგა ტაოკლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. მას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს.
როცა სტალინს უთხრეს ლევან რაზიკაშვილზე რომ ის ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხია:
— ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო!
სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წლის ივნისი:
— საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი!
თბილისიდან მოსკოვს ჩასული სტალინი ოფიციალურად აცხადებს:
— სანამ საქართველო არსებობს, სოციალიზმი სასიკვდილო საფრთხეშია!!!
