Header Ads

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა





ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში სოფელ ლეღვაში. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადის ექიმების განცხადებით დაშავებულია სამი მოქალაქე.
ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ სადაც გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

როგორც "ინფო9"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.