დალაი ლამა: არცერთი რელიგია დისკრიმინაციას არ ქადაგებს
დალაი ლამამ ინდოეთში არსებული კასტური სისტემა მკვეთრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს სისტემა რელიგიას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას World Religion News-ი ავრცელებს.
"არცერთი რელიგია არ გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ მეორის ჩაგვრასა და დისკრიმინაციას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაბალი კლასიდან არიან. ყველა რელიგია მხოლოდ ერთს ქადაგებს: სიყვარული! ჯერ კიდევ 2600 წლის წინ ბუდა კასტების სისტემის წინააღმდეგ გამოვიდა. თუ თქვენ კვლავ კასტებს იყენებთ, იცოდეთ, რომ ეს ბუდას და დალაი ლამას ეწინააღმდეგება", - განაცხადა დალაი ლამამ.
დალაი ლამამ განმარტა, რომ კასტები ადრეული ფეოდალური სისტემიდან მომდინარეობდა, თუმცა დღეს ეს სისტემა დემოკრატიამ შეცვალა და კასტების არააქტუალობის გააზრება უნდა მოხდეს.