"არ ვიცოდთ, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის" - სტალინისსიკვდილის საიდუმლოება
"სანამ სტალინის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდებოდა, პოლიტბიუროში ჯოჯოხეთი სუფევდა... ყველა უნდობლად უყურებდა ერთმანეთს და ამასთანავე, ცდილობდა, ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. ლავრენტი ბერია კი უკვე ყველაფრის ბატონ-პატრონად გრძნობდა თავს და, როგორც ამბობდნენ, ანგარიშს აღარავის უწევდა"
საბჭოთა კავშირის ყველაზე სახელგანთქმული ლიდერი, მსოფლიოში პირველი ქართველი გენერალისიმუსი და II მსოფლიო ომის ერთ-ერთი არქიტექტორი - იოსებ სტალინი, იგივე - ჯუღაშვილი 1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე გარდაიცვალა.
(იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება)
საბჭოთა გაზეთებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაავრცელეს. "დიდი ბელადის" გარდაცვალება ხალხისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ინფარქტიც მიიღო. ამასთან, როგორც შემდგომში გამოირკვა, სტალინის სიკვდილს თავად "ძლიერნი ამა ქვეყნისანიც" მოუმზადებელნი შეხვდნენ, რამაც უამრავ ლეგენდასა თუ ვარაუდს დაუდო საფუძველი.
იოსებ სტალინი პატარა სვეტლანასთან ერთად
დღესდღეობით "დიდი ბელადის" გარდაცვალების შესახებ არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც საკმაოდ ბევრი რამ იწერება და ისტორიკოსების გარდა, ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებას სხვა პროფესიის ადამიანებიც გამოთქვამენ. ამიტომაცაა, რომ უკვე სიმართლის დადგენა საკმაოდ
ასევე დაგაინტერესებთ
ჩრდილოეთ კორეის მემკვიდრეობითი დიქტატურა - ქვეყნის "დიდი ბელადების" კომპლექსები და სისუსტეები
თავადაც მსხვერპლები თუ სისხლიანი ქალბატონები - დიქტატორთა ცოლები
იოსებ სტალინი: "ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?"
ჭირს, მაგრამ თავისთავად, ყოველგვარი ინფორმაცია საინტერესოა. მაგალითად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იოსებ სტალინს სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დამბლა დაეცა და მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა: 1953 წლის 1-ელ მარტს იგი კუნცევოს აგარაკზე, დაცვის უფროსმა ლოზგაჩოვმა უკვე დადამბლავებულ მდგომარეობაში - იატაკზე დაგდებული ნახა, მაგრამ ექიმები კუნცევოზე მხოლოდ მეორე დღეს, დილით მივიდნენ და სხეულის მარჯვენა ნაწილის დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სტალინმა კიდევ სამიოდე დღე იცოცხლა ისე, რომ ლაპარაკს ვერ ახერხებდა და მხოლოდ მარცხენა ხელს ამოძრავებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა და ექიმებმა ამის მიზეზად ტვინში სისხლის ჩაქცევა დაასახელეს. განაგრძეთ კითხვა
