Header Ads

სამზარეულოს ღრუბლებზე დარჩენილი ბაქტერიები სიცოცხლისთვის საშიშია




გერმანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჭურჭლის გასაწმენდ ღრუბელზე, მრავალი პათოგენური ბაქტერიები ცხოვრობს, ზოგიერთი მათგანი კი, მაგალითად, აცინეტობაქტერია (Acinetobacter), არის სეფსისა და მენინგიტის წარმოქმნის მიზეზი.
ეს მიკროორგანიზმები მდგრადები არიან ანტიბიოტიკთან მიმართებით და შესაძლოა უამრავი უკურნებელი ინფექციის მიზეზად იქცნენ. კვლევას ვრცლად ჟურნალი Scientific Reports-ი აქვეყნებს. 

ბიოლოგებმა, სამზარეულოს 40 ღრუბელის შემადგენლობა, ლაზერულად დაასკანერეს. ბაქტერიებისა და მანამდე არსებული მიკროორგანიზმების დნმ-ს ჰიბრიდიზაციით დაასკვნეს, რომ მიკრობები უპირველესყოვლისა ღრუბელის ზედაპირზე არსებობენ. ცოცხალი ორაგნიზმების მაქსიმალური სიმჭიდროვე მასზე დაახლოებით 50 მილიარდ კუბურ სანტიმეტრს ითვლიდა. 

მკვლევარების თქმით, სამზარეულოს ღრუბლებს რამდენჯერმე ჩაუტარეს დეზინფექცია, მაგრამ ამით მიკრობები არ შემცირდა. ისინი უფრო მდგრადები გახდნენ დაწამლვის მიმართ. 
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.