Header Ads

ცნობილია, როდის მოხდება მზის ბოლო სრული დაბნელება




უკანასკნელი მზის დაბნელება დაახლოებით 600 მილიონი წლის შემდეგ მოხდება, რადგან ამ დროისთვის მთვარე იმდენად მოშორდება დედამიწას, რომ ვეღარ შეძლებს მნათობის შუქის გადაფარვას. ამის შესახებ კოსმოსური სააგენტო Space-ი იტყობინება. 
"მზის სრული დაბნელება, ეს არის სამი პარტნიორის - მთვარის, მზისა და დედამიწის "ცეკვა". ის, შესაძლოა მხოლოდ მაშინ მოხდეს, როდესაც დედამიწის თანამგზავრის მდებარეობა ზუსტად შეესამება მზისას. დროსთან ერთად, სრული დაბნელების დრო და ხანგრძლიობა მოიკლებს და დაახლოებით 600 მილიონი წლის შემდეგ, დედამიწა ბოლოჯერ ნახავს ამ მოვლენას", - ჰყვება კოსმოსური ცენტრი NASA-ს მეცნიერი რიჩარდ ვონდრაკი.  
მზის დაბნელება ბუნებრივი ფენომენია. ამ დროს, მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ახალ მთვარეზე, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთს ეხებიან, როგორც ეს დედამიწიდან ჩანს.
მზის მომდევნო სრულ დაბნელებას მეცნიერები ამ წლის 21 აგვისტოს ელოდებიან.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.