ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ბიუსტჰალტერია, მაგრამ მისი ტარება ყველაქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია!
დღეს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ადამიანების სიკვდილისა მსოფლიოშო. განსაკუთრებით მკერდის კიბო, უამრავი ქალი მის ადრეულ დიაგნოსტიკას ვერ ახდენს და ფატალურ შედეგამდე მიდის.
ჯულიანო როისის დედა მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა, სწორედ ამ უბედურებამ შთააგონა ბიჭი შეექმნა შესანიშნავი გამოგონება.
“როდესაც 13 წლის ვიყავი დედას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თავიდან სიმსივნე ბრინჯის მარცვლის ზომის იყო, მაგრამ ძალიან მალე გაიზარდა და ლამის გოლფის ბურთის ზომის გახდა, დედამ დიაგნოზი ძალიან გვიან შეიტყო, მას ორივე ძუძუ მოკვეთეს, მაგრამ სოცოცხლე ვერ შეუნარჩუნეს.”
მას შემდეგ რაც ბიჭი თავად გახდა მოწმე დედის ტანჯვისა, მან გადაწყვიტა შეექმნა ბიუსტჰალტერი, რომელიც კიბოს დიაგნოსტიკას ადრეულ პერიოდში შეძლებდა.
ამ იდეაზე მუშაობა 17 წლის ასაკში დაიწყო, შემოიკრიბა თანამოაზრეები და შექმნეს პატენტი.
ახალგაზრდა ბიზნესმენმა გადაწყვიტა ძირეულად შეესწავლა როგორ ხდება კიბოს გაჩენა და რა გავლენას ახდენს ის ქალებზე.
ბიუსტჰალტერის შიდა მხარეს განთავსებულია სპეციალური ბიოსეონსორი, რომელიც აფიქსირებს მკერდის ნებისმიერ ცვლილებას, როგორიცაა ტემპერატურა, სისხლის ნაკადი და ქსოვილის სიმკვირვე. ყველა მონაცემი ავტომატურად ინახება.
“ჩვენ მოვაგროვებთ ყველა მონაცემს და შევინახავთ, თუ მკერდში არ შეინიშნება არაირი ცვლილება, არც ტემპერატურა და არც სიმკვრივე, მაშინ კიბოს საშიშროება არ არსებოს, მაგრამ თუკი ჩვენ მუდმივ ცვლილებას შევამჩნევთ, მკერდის ნებისმიერ ადგილას სასურველია ექიმთან მისვლა და გამოკვლევების ჩატარება.”
მიუხდევად იმისა, რომ გამოგონება ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა, ჯულიანო იმედოვნებს, რომ იგი ქალბატონებისთვის ხელმისაწვდომი ორ წელიწადში იქნება.
თუმცა ვიდრე ეს გამოგონება გაყიდვაში ჩაეშვება, ყველა ქალმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას და გამოკვლევები პეროოდულად ჩაიტაროს, რადგან ცნობილია, რომ კიბოს დროული დიაგნოსტიკა სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანია.
