ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე საყვარელ კაცზე ქორწინდება
სკანდალურობით ცნობილმა ჟურნალისტმა, ნიკა ჭავჭავაძემ “ფეისბუქის“ პირად გვერდზე საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დააწერა: “სიყვარული აქაა. ერთად ყოფნის ერთი წელი შეგვისრულდა“.
ვინ არის ფოტოზე გამოსახული მამაკაცი, რომელზეც ნიკაა შეყვარებული, როგორ გაიცნეს და შეუყვარდათ მათ ერთმანეთი და როდის აპირებენ დაქორწინებას – ამაზე ნიკა ჭავჭავაძემ “თბილისელებთან“ ისაუბრა:
- ბევრი ვიფიქრე, სანამ ფოტოს დავდებდი, მაგრამ, რადგან ურთიერთობის ერთი წელი შეგვისრულდა და უკვე ოფიციალურობისკენ მიდის საკითხი ამიტომ დავდე ეს ფოტო. მეგონა, საშინელი კომენტარები იქნებოდა, მაგრამ არცერთის წაშლა არ მომიწია. ვინც კომენტარი არ დაწერა, პირადში რა ხდებოდა, უნდა გენახათ, ზოგი მწერდა: მშურს, რა ბიჭიაო. ის, ვისთან ერთადაც დავდე ფოტო და დავთაგე, მწერდა: არ ვიცი, რა ხდება, მგონი, ზეპოპულარული ხარ საქართველოში, იმიტომ რომ, ათასამდე მეგობრობის თხოვნა ჰქონდა მისული და ყველა ქართველიაო. ძალიან გამიკვირდა, რომ ნეგატიური არაფერი მოჰყვა.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- საქართველოში, რაღაც კონგრესი ტარდებოდა და საქმიანი ვიზიტით იყო ჩამოსული. თავის ქვეყანაში პარლამენტის წევრია. ამ კონგრესზე მეც ვიყავი, როგორც ჟურნალისტი. აღმოვჩნდი ერთადერთი ჟურნალისტი, ვინც ესპანური იცოდა. მე მეორე რესპონდენტს ვწერდი და გვერდით ამას წერდნენ. ჟურნალისტი კითხვებს რომ უსვამდა, ინგლისურად უჭირდა პასუხების გაცემა და უცებ გადავუთარგმნე ესპანურად. მადლობა გადამიხადა და მითხრა: მადლობის ნიშნად, ამ საღამოს სადმე წავიდეთო. თბილისი დავათვალიერებინე, ჯვარზე ვიყავით, მცხეთა ვანახე. მერე, ალბათ, გაღვივდა და გაღვივდა... საერთოდ, არ მიფიქრია თავიდან, მაგრამ... მოხდა.

- ერთმანეთს როგორ გამოუტყდით გრძნობებში?
– არ ყოფილა – გამომიტყდა-გამოვუტყდი... ჩემს “ფეისბუქზე“ საშინელებები ხდება – იმდენი ვიღაც მწერს და ისეთი ვაჟკაცებიც, ხმალზე ხელს რომ გაიკრავენ. იმ საღამოსვე რომ წავედით და ყავას ვსვამდით, მივხვდი, მის გარდა, არავისთვის არ უნდა მიმეწერა. არც მე მითქვამს რამე, არც მას, უთქმელად დაიწყო ყველაფერი.

- ყოველთვის ორაზროვნად საუბრობდი შენს სექსუალურ ორიენტაციაზე, ამით უკვე ხმამაღლა ამბობ, რომ გეი ხარ?
- მე ვარ შეყვარებული და ამას, რაც გინდათ, ის დაარქვით. კორკოტაშვილი რას დაარქმევდა, ხომ ვიცით, შენ რას დაარქმევდი – ვიცით. ისეთი შეყვარებული ვარ, დავფრინავ. ვგიჟდები მასზე. ტელეფონი აქამდე რომ მიგდებული მქონდა, ახლა სულ ხელში მიჭირავს. არ მინდა, ყურადღება მოვაკლო და მომაკლდეს. საშინლად ეჭვიანობს. სულ დავცინოდი, შეყვარებულებს ერთი “ფეისბუქი“ რომ აქვთ. მე მგონი, მაქეთ მივდივარ.

- როდის მიხვდი, რომ მამაკაცები მოგწონს? გოგო არასდროს მოგწონებია?
- არასდროს მივმხვდარვარ. ამას ვერ მიხვდები, ეს გაქვს. ასეთი იბადები. არ მესმის იმ ტიპების, რომ ამბობენ, 40 წლის ასაკში გავიღვიძე და მიხვდი, რომ ქალები არ მომწონდაო. გოგოები არასდროს მომწონებია.

- ხელიც ხომ არ გთხოვა უკვე?
– კი. ხელის თხოვნა იყო მაისში, სიურპრიზის სახით მოაწყო. ბარსელონიდან ცოტა მოშორებით ცხოვრობს. მითხრა, ხვალ წავიდეთ, სახლი მაქვს კატალონიაშიო. ისე მარტივად მითხრა, გეგონება, ბობოყვათში მეპატიჟებოდა. რომ ჩავედი, გავგიჟდი ისეთი ლამაზი იყო იქაურობა – ტბა და ულამაზესი გარემო. საერთოდ არ ველოდებოდი. მუხლებზე რომ დაეცა, მეგონა, ცუდად გახდა და მითხრა: არ წახვიდეო... არა, უნდა წავიდე-მეთქი და გავიკეთე ბეჭედი, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, “კის“ თქმაც დამავიწყდა... გადავწყვიტეთ, წლის ბოლოს გავაოფიციალუროთ ურთიერთობა.