Header Ads

მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება




ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
 ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ნიკოლოზ ჭეჟიას ინფორმაციით, მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

„დაშავებულს ჰქონდა ტრავმული შოკი. აქვს თავის ტვინის შერყევა და ზედაპირული დაზიანებები, რომლებიც გაიკერა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, სასურველია, რომ 2 დღე მაინც დარჩეს საავადმყოფოში, თუმცა, ეს ოჯახის გადასაწყვეტია", - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭეჟიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში მატარებელი 75 წლამდე მამაკაცს დაეჯახა.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.