Header Ads

“ვნანობ რომ კლიპში მონაწილეობა მივიღე“ - მოდელი ზურა წილოსანი




ხატია წერეთლის ახალ სკანდალურ კლიპში მონაწილე მოდელი ზურა წილოსანი რომელიც ცოტა ხნის წინ “მისტერ პლანეტა საქართველო“ გახდა, “პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კლიპში მონაწილეობას ნანობს. 
- “თეატრალური დავამთავრე საოპერატორო განხით. ვმუშაობდი “პირველ არხზე“ ოპერატორად. ახლა ვარ საქართველოს ნაკრების წევრი, ფიტნესაა და ბოდიბილდში. მეორე და მესამე ადგილი ავიღე სპორტის ამ სახეობაში. სპორტი ჩემი ცხოვრებაა, აგიტაციასაც ვეწევი ხშირად.
- სპორტული მონაცემები გამოავლინე ხატია წერეთელის ახალ კლიპში. თავად თუ მოგწონს ეს კლიპი?
- არ მომწონს, ამ შედეგს არ ველოდი. ხატია წერეთელი საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. როცა კლიპი და გამოხმაურება ვნახე, მერე მივხვდი სად მოვხვდი. ხატიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვისაც რა უნდა იმას მღერის და აკათებს, მე ვერ განვსჯი, უბრალოდ კარგი იქნებოდა შედეგი თავიდანვე გვცოდნოდა...
- აკადემიური ხასიათის კლიპს ხომ არ ელოდი?
- როგორ გითხრათ, არ გამოვიდა ის რასაც ვვარაუდობდი. ვნანობ რომ მონაწილეობა მივიღე, ჩემი შესაფერისი არ არის. 
- სცენებს ხომ ერთად იღებდით, არ შეგექმნა წარმოდგენა რა გამოვიდოდა?
- ვერ გავთვალე რაღაცეები. ასეთ აჟიოტაჟს ნამდვილად არ ველოდი. 
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.